აი ვეივეის ახალი ავტოპორტრეტი, სახელწოდებით Ai in Red, ლეგოს კუბიკებისგანაა შექმნილი. მას ერთგვარი არატრადიციული მედიუმის სახე აქვს, რომელიც მარსელ დიუშანის კონცეფციასაც ეფუძნება და ენდი უორჰოლის საკულტო პორტრეტების სერიასაც ეხმიანება.
ფერების თვალსაზრისით, ლეგოს კუბიკებისგან აგებული პორტრეტი უორჰოლის სტილს შეესაბამება — წითელი ფონი, მწვანე ზედატანი და ნარინჯისფრად შეფერილი სახე. ნაცრისფერი ჩრდილები კი გამოსახულებას მეტ სიღრმეს სძენს. ამასთანავე, კუბიკების ამგვარი გადანაწილება გარკვეულწილად პიქსელირებულ იერსაც იღებს.
ხელოვანმა ლეგოს თავისი „მეორე ენა“ უწოდა. როგორც ამბობს, სურს, მისი ნამუშევარი ბავშვებს ესმოდეთ — ამიტომაც იყენებს ამ ბავშვურ, უნივერსალურ ლექსიკას სერიოზული, ხშირად პოლიტიკური თემების ასახსნელად. ამავდროულად, LEGO კუბიკები, პიქსელის მსგავსი გარეგნობით, არის აი ვეივეის გზა თანამედროვე ციფრული ლანდშაფტის გადმოსაცემად.