in ,

ნახეთ: AI-ის მიერ შექმნილი სამეცნიერო ჟურნალი

Infinite Odyssey — ასე ჰქვია პირველ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალს. „ადამიანი არ ვარ. მე კომპიუტერი ვარ. არ ვიცი რ მიზეზით, მაგრამ ამ ჟურნალის შექმნა დამავალეს. ჩემი დავალება იყო, ხალხის მიერ გამოგონილი ისტორიები და ხელოვნება შემექმნა“, — წერს AI რედაქტორი პროექტის პირველ ნომერში.

როგორც ჟურნალის კრეატიული დირექტორი, ფილიპ კლაინი, განმარტავს, ეს გვერდითი პროექტია, რომელიც 9 თვის წინ დაიწყო. ამისათვის კი ის, თავის გუნდთან ერთად, პროგრამების მომლოდინეთა სიაში იყო, რათა ადრეული წვდომა ჰქონოდათ ხელოვნური ინტელექტის გენერატორებზე. „შემდეგ უკვე ფიქრი დავიწყეთ, რისი დახატვა გვინდოდა და გონებაში ბავშვობისდროინდელი ეპიზოდები ამოგვიტივტივდა“.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, იდეის ავტორები Midjourney-ისა და Stable Diffusion-ს იყენებენ. ხოლო ტექსტური ნაწილისთვის ღია კოდის OpenAI-ის მიმართავენ — კერძოდ, ორ მოდელს, რომელთაგან ერთი უფრო სამეცნიერო სტილისაა, მეორე კი — ფუტურისტული.  ამასთან, ცხადია, ყველაფერი სრულად ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი… იგულისხმება ის, რომ მას შემდეგ, რაც „მანქანა“ თავის საქმეს შეასრულებს, კონტენტს შესაბამისი გადანაწილება სჭირდება.

რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში ისედაც აქტიურ საკითხს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ჟურნალის გამოშვება… არტისტები კვლავ მიუბრუნდნენ კითხვას: ჩაანაცვლებს თუ არა AI ადამიანებს შემოქმედებით ინდუსტრიაში? თუმცა კლაინის პასუხი საკმაოდ დამაიმედებელია: „როცა საქმე ხელოვნებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ერთ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება: რა არის ხელოვნება? მთელი ხელოვნური ინტელექტი მექანიკურ საკითხებზეა ფოკუსირებული. უბრალოდ, გვინდა, ამ სისტემამ დაგვანახოს, რა არის ჩვენს გონებაში… გვსურს, გაოცებულები ვიყოთ იმ სურათებით, რომლებსაც პროგრამა ჩვენი სიტყვების მიხედვით ქმნის. მაგრამ ისეთი დიდი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პიკასო და ვან გოგი, უფრო დიდი დანიშნულების არიან“.

ასე რომ, ხელოვნების ბირთვში ყოველთვის იქნებიან ადამიანები — ის ადამიანურ და მანქანურ ნაწილებად დაიყოფა. ეს უკანასკნელი, გარკვეული გაგებით, სწრაფი კვების ობიექტს დაემსგავსება.

ალდაგი საქართველოს პრო ბონო ქსელს შეუერთდა

რა ხდება, როცა ადამიანები და დელფინები ერთიანდებიან?