მართალია, ჰოლოკოსტის უამრავი ფოტო არსებობს, მაგრამ მათზე გამოსახული ადამიანებიდან ბევრი ჩვენთვის დღემდე უცნობია… 80 წლის შემდეგ კი Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თავის გუნდთან ერთად იმედოვნებს, რომ ამ ადამიანებს ამოიცნობს და მათ თავიანთ ოჯახებსაც დაუკავშირებს…
დანიელ პეტიმ Numbers to Names (N2N)-ს შექმნა. ეს სახის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტის მქონე პლატფორმაა, რომელიც ომამდელი ევროპისა და ჰოლოკოსტის ასობით ათას სურათს ასკანერებს. თარიღდება 1914-1945 წლებით, რაც აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის (USHMM) კოლექციიდან მოდის, რათა სურათებზე ასახული ზოგიერთი ადამიანის იდენტიფიცირება მაინც მოახერხონ.
N2N უფასოა, მომხმარებლებს კი შეუძლიათ კონკრეტული ეპოქის ამსახველი ფოტოები ატვირთონ და მონაცემთა ბაზასთან დამთხვევასაც მიაგნონ. თუმცა ვებ-ინსტრუმენტი საგნების სრულად იდენტიფიცირებას არ გპირდებათ, ის მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი ქულებით 10 სავარაუდო დამთხვევას გთავაზობთ, შემდეგ კი მომხმარებელმა უნდა გაარკვიოს, არის თუ არა რომელიმე მისი ნათესავი ან საყვარელი ადამიანი.
როგორც ვიცით, N2N-მა ანონიმური სახე მის შთამომავლებს უკვე წარმატებით დაუკავშირა, მათ შორის ცნობილ ადამიანებსაც — კანადელმა მუსიკოსმა გედი ლიმ დაადასტურა, რომ ბერგენ-ბელსენში დევნილთა ბანაკში გადაღებულ ფოტოზე გამოსახული ქალი ნამდვილად მისი დედა იყო.
იმასაც ამბობენ, რომ საიტის გაშვების ღირებულება გაიზრდება, რადგან ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტი ვიდეოსა და ფოტოს შესწავლა მოუწევს… მომავალში დაბალი ხარჯების შესანარჩუნებლად კი ისინი მომხმარებლებისთვის შედეგების არა წამებში, არამედ ერთ დღეში მიწოდებაზე ფიქრობენ.
საინტერესოა ისიც, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა N2N-ის შექმნის ინსპირაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ვარშავაში პოლონელი ებრაელების ისტორიის POLIN მუზეუმს ესტუმრა. როგორც ჰოლოკოსტის სამი გადარჩენილი პოლონელის შვილიშვილი, იგი თავს ვალდებულად თვლიდა, თავის ოჯახსა და სხვებს გენოციდის დროს მოკლული საყვარელი ადამიანების ამოცნობაში დახმარებოდა. მან ვერ მოიშორა გრძნობა, რომ ის მუზეუმში თავისი წინაპრების ფოტოებს ათვალიერებდა… სწორედ ამიტომ, საძიებო სისტემა შექმნა.
გუნდისთვის შემდეგი ნაბიჯი ამ ეპოქის 700 000 ფოტოზე წვდომაა. ისინი ანონიმური ფიგურების იდენტიფიცირების გადაუდებლობაზეც საუბრობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ზოგიერთი მათგანი ცოცხალიც შეიძლება იყოს.