22 დეკემბერს, 11:30-დან, იაპონური მენეჯმენტის ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ატარებს ვებინარს, თემაზე „ბიზნეს ინოვაცია ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ნივთების ინტერნეტის (IoT) გამოყენებით“. ღონისძიებას AI / IoT ასოციაციების დირექტორი პროფესორი მიცურუ აბე უძღვება.
ვებინარზე, მონაწილეები, განიხილავენ თემებს:
- ბიზნესის გაუმჯობესება და ახალი ბიზნესის შექმნა AI / IoT ტექნოლოგიის გამოყენებით
- იაპონური მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ AI / IoT გამოყენების მაგალითები
- ძირითადი ასპექტები AI / IoT ტექნოლოგიის დასანერგად
ვებინარი ჩატარდება ელექტრონულად, 11:30-16:30 საათებში, „ონლაინ“ პლატფორმა Webex-ის საშუალებით. ის დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები – შეზღუდული, [საქართველოდან] 50 ადამიანის შეუძლია მონაწილეობა. ვებინარი გაიმართება იაპონურ ენაზე, თანმიმდევრული ინგლისური თარგმანით.
ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ Facebook-ზე. ასევე, შეგიძლიათ, მიმართოთ იაპონური მენეჯმენტის ცენტრის ადმინისტრაციას (geo@kaizen.com).
იაპონური მენეჯმენტის ცენტრი, საქართველოში, ოფიციალურად, 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიებასუძღვებოდა მისი პრეზიდენტი – ლალი ყიფშიძე, მისალოცი სიტყვები წარმოადგინეს იაპონიის ელჩმა საქართველოში, AOTS- ის პრეზიდენტმა, JICA-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, მაკედონიის AOTS საზოგადოებისა და ასევე რუმინეთის AOTS საზოგადოების პრეზიდენტებმა.
„Georgia AOTS Alumni Society“ – „საზღვარგარეთთან ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციის კურსდამთავრებულთა საზოგადოება საქართველო“.
გახსნის ცერემონიალს მოჰყვა ვებინარი დამსწრეთათვის თემაზე: Toyota–ს წარმოების სისტემა – ხარჯების შემცირების გასაღები.
„როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მენეჯმენტის სტანდარტიზებული მიდგომების დანერგვით, იაპონიამ შეძლო, სულ რაღაც 35 წელიწადში გამხდარიყო მსოფლიოში მე-3 მოწინავე ეკონომიკა. იაპონურმა წარმატებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მთელ მსოფლიოში და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ხდება ამ მიდგომის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა 1959 წელს AOTS იაპონიაში – საზღვარგარეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ასოციაცია, რომლის წარმომადგენლობაც გაიხსნა საქართველოში 14 ოქტომბერს.
AOTS-ს უკვე აქვს 73 საზოგადოება (წარმომადგენლობა) მსოფლიოს 43 ქვეყანასა თუ რეგიონში, მათ შორის, უკვე საქართველოშიც. ისინი აორგანიზებენ სემინარებს იაპონური მენეჯმენტის შესახებ და იაპონურ ეკონომიკასა და კულტურასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ამასთანავე, ხელს უწყობენ მშობლიური ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას“.
[R]











