ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა ადამიანის არსებობის ყველა სფეროში შემოვიდა, თუმცა არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ხელოვნების სფეროში უკვე მასიურად იყენებენ. ცხადია, ეს საკმაოდ სენსიტიურ თემას წარმოადგენს შემოქმედი ადამიანებისთვის, თუმცა მათი უმეტესობა ღიად ხვდება პროგრესის მორიგ გამოვლინებას.
რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება? საერთოდ შეგვიძლია თუ არა ეს სიტყვათშეთანხმება გამოვიყენოთ. როგორ იქმნება გენერაციული ხელოვნება და შეიძლება თუ არა ისიც იყოს შთამაგონებელი. გააჩნია თუ არა ხელოვნური ინტელექტს ნიჭი და ინდივიდუალობა? ამ კითხვებზე, საჯარო სივრცეში დღესაც აქტიური კამათი მიდის. ჩვენ კი საინტერესო პოდკასტში, პროგრამულ ინჟინერთან, თემურ ჩიჩუასთან ერთად ვეცადეთ მცირედით, მაგრამ მაინც გვეპასუხა ამ საკითხებზე.