ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე მხოლოდ პოსტების დაწერის საშუალება აღარ არის. ის იდეების გენერირებიდან დაწყებული, დიზაინით, ვიდეომონტაჟითა და ავტომატიზაციით დამთავრებული, კონტენტის შექმნის თითქმის ყველა ეტაპზე გამოიყენება.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ AI-ხელსაწყოებს, რომლებიც რეალურად ამარტივებს სამუშაო პროცესს. ყველა მათგანის გამოყენება აუცილებელი, რა თქმა უნდა, არ არის. თქვენთვის შეიძლება საკმარისი იყოს 4-5 ინსტრუმენტი, რომლებიც კონკრეტულ პრობლემას გიგვარებთ.
იდეების შესაგროვებლად
Sublime – პირადი იდეების ბიბლიოთეკის შესაქმნელად. ინახავს საინტერესო ციტატებს, სტატიებს, ფოტოებსა და ჩანაწერებს და მსგავს მასალებსაც გთავაზობთ, რაც ახალი იდეების პოვნას ამარტივებს.
იდეების დასამუშავებლად
Granola – ხმოვანი ჩანაწერების ავტომატურად სტრუქტურირებულ ტექსტად გადაქცევა. განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც იდეებზე საუბრისას უკეთ აზროვნებს.
Poppy AI – სხვადასხვა წყაროდან (YouTube, TikTok, PDF, სტატიები და სხვა) ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა და მათი AI-ს დახმარებით გაანალიზება.
Claude – იდეების სტრუქტურირებისთვის, კონცეფციების განვითარებისა და ლოგიკის შემოწმებისთვის.
ChatGPT – ბრეინშტორმინგისთვის. მეხსიერების ფუნქციის წყალობით მომხმარებლის ინტერესებსა და წინა დიალოგებსაც ითვალისწინებს.
Notion AI – Notion-ში დაგროვილი ჩანაწერების, კვლევებისა და დოკუმენტების ინტელექტუალური ძიებისა და ახალი იდეების გენერირებისთვის.
რედაქტირებისთვის
Grammarly – გრამატიკული, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომების ავტომატურად აღმოსაჩენად.
ვიზუალების შესაქმნელად
Canva – სოციალური მედიის დიზაინის ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი, რომელსაც AI-ფუნქციებიც აქვს: ავტომატური დიზაინი, ფონის წაშლა, ბრენდინგის შენარჩუნება და სხვა.
Adobe Express & Firefly – სწრაფი გრაფიკისა და AI-გენერირებული ვიზუალების შესაქმნელად, განსაკუთრებით Adobe-ის ეკოსისტემის მომხმარებლებისთვის.
Nano Banana Pro (Gemini) – AI-თ სურათების გენერირება იმ შემთხვევებისთვის, როცა ვიზუალზე ტექსტიც ზუსტად უნდა გამოჩნდეს: ინფოგრაფიკები, პოსტერები, პრეზენტაციები.
Figma Make & Lovable – ვებგვერდების, აპლიკაციებისა და ინტერაქციული პროტოტიპების სწრაფად შესაქმნელად ტექსტური აღწერის საფუძველზე.
ვიდეოსა და აუდიოს დასამუშავებლად
CapCut – TikTok-ის, Reels-ისა და Shorts-ის ვიდეოების მარტივად დასამონტაჟებლად. AI ავტომატურად ამატებს სუბტიტრებს, აშორებს ფონს და აწყობს მუსიკასთან სინქრონში.
Adobe Premiere Pro & Adobe Podcast – პროფესიონალური ვიდეომონტაჟისა და აუდიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად.
Descript – ვიდეოსა და აუდიოს ტექსტივით რედაქტირება. საკმარისია ტრანსკრიპტში წინადადების წაშლა და შესაბამისი ვიდეოც ავტომატურად იჭრება.
OpusClip – გრძელი ვიდეოების ავტომატურად დაჭრა მოკლე, TikTok-ისა და Reels-ის ფორმატის კლიპებად.
სამუშაო პროცესის ავტომატიზებისთვის
Zapier – სხვადასხვა აპლიკაციის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. შეუძლია ავტომატურად გამოაქვეყნოს კონტენტი, გადაიტანოს ფაილები, შექმნას ჩანაწერები Notion-ში, გაგზავნოს შეტყობინებები Slack-ში და შეასრულოს ასობით სხვა განმეორებადი მოქმედება.
დღეს კონტენტის შემქმნელებისთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ერთ უნივერსალურ ინსტრუმენტს აღარ ნიშნავს. თითოეული პლატფორმა კონკრეტულ ამოცანას აგვარებს – ზოგი იდეების გენერირებაში გეხმარებათ, ზოგი დიზაინსა და ვიდეოში, ზოგი კი რუტინულ პროცესებს ავტომატურად ასრულებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ერთდროულად ყველა ხელსაწყოს ნაცვლად, პირველ რიგში, ის რამდენიმე აირჩიოთ, რომლებიც თქვენს სამუშაო პროცესში ყველაზე დიდ დროს ზოგავს.












