გვაჯობებენ თუ არა რობოტები? ეს კითხვა უამრავი ადამიანის გონებაში ტრიალებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო აქტიურად ჩნდება, განსაკუთრებით, მარკეტინგში.
ხელოვნური ინტელექტის ბაზარი სწრაფად იზრდება და 2028 წლისთვის, სავარაუდოდ, 107.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. არადა, 2021 წელს, სულ რაღაც, 15.84 მლრდ-იანი ბაზარი ეკავა.
მაინც, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს მარკეტერებისა და კონტენტ კრეატორებისთვის? რა როლი შეიძლება დაიკავოს ხელოვნურმა ინტელექტმა კონტენტის შექმნისას? რა სარგებლის მოტანა შეუძლია მარკეტინგში?
გამოკითხული 1350 პროფესიონალიდან, აი, რას ფიქრობენ მარკეტერები და კრეატორები AI-ის შესახებ.
იმ მარკეტერთა 33%-ის თქმით, რომლებიც AI-სთან მეგობრობენ, მას იდეების გენერირებისა მარკეტინგული კონტენტის შთაგონებისთვის იყენებენ.
ერთ-ერთი გზა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი არის მუდბორდის შექმნა, ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა Kive.ai. კინორეჟისორმა და ფოტოგრაფმა მატეო ტორომ Kive.ai-ის გამოყენება კინოპროექტებისთვის მუდბორდის შესაქმნელად დაიწყო. ეს გახლავთ პროექტის კონცეფციისა და სიუჟეტის გაცმოცემის საშუალება, რომელიც ონლაინ წყაროებიდან ან წინა ნამუშევრებიდან აღებული ვიზუალებითაა დაკომპლექტებული. რეჟისორის თქმით, ეს ხელსაწყო შესაბამისი სტილის ან ტონის რეფერენსის პოვნას უადვილებს.
Kive.ai-ის საშუალებით, კრეატორებს შეუძლიათ ვიდეოს ბმული შეიყვანონ სისტემაში, ის კი სქრინების სახით გადმოიტანს ერთიან დაფაზე. ეს რამდენიმე საათის დაზოგვას ნიშნავს.
AI-ს ასევე შეუძლია იდეების გენერირება ბლოგის კონტენტისთვის. მაგალითად, HubSpot-ის კონტენტ ასისტენტ AI-ს შეუძლია შექმნას ბლოგის თემების სია და განავითაროს მათი მიმართულებები, კონკრეტული კონცეფციების გარშემო.
შთაგონების გარდა, ხელოვნური ინტელექტის მეორე ყველაზე გავრცელებული გამოყენებაა მარკეტინგული მასალებისთვის ქოფის დაწერა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მარკეტერების 28%, რომლებიც AI-ს მიმართავენ, ინსტრუმენტს ისეთი მასალების დასაწერად იყენებენ, როგორიცაა ბლოგის პოსტები და ელექტრონული გზავნილები.
დასაწერად აქტიურად იყენებენ ChatGPT-ს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროში შეზღუდულები არიან. წერითი დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა ბლოგი, აღწერა და ა.შ.
მარკეტერების 75% აღნიშნავს, რომ გენერაციული AI ბევრად მეტი კონტენტის შექმნაში ეხმარებათ, ვიდრე აქამდე ახერხებდნენ.
77% ადასტურებს, რომ გენერაციულ AI-ს შეუძლია კონტენტი უფრო ეფექტურად აქციოს და ამით უზარმაზარი დრო დაგაზოგინოთ.
ჩაანაცვლებს AI კონტენტ კრეატორებს?
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთო საფიქრალი ისაა, ჩაანაცვლებს თუ არა ტექნოლოგია ადამიანურ მარკეტოლოგებს და შემქმნელებს. მარკეტერები ამას ნაკლებად ვარაუდობენ.
გამოკითხულთა 79% ეთანხმება აზრს, რომ ხელოვნური ინტელექტი კონტენტის შექმნის ხარისხს გააუმჯობესებს.
ვინაიდან AI-ის წილი მარკეტინგიში მნიშვნელოვნად იზრდება, ალბათ მაინც დაგჭირდებათ, რომ დრო დაუთმოთ შესწავლას, თუ როგორ შეუძლია მას საუკეთესოდ მოემსახუროს თქვენი და თქვენი გუნდის საჭიროებებს.
პროფესიონალებმა და კრეატორებმა უკვე იპოვეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზები, თუ როგორ გააუმჯობესონ თავიანთი კონტენტის ეფექტურობა და ხარისხი.
დაბოლოს, იმის ნაცვლად, რომ ინერვიულოთ, ჩაგანაცვლებენ თუ არა რობოტები, სჯობს, იპოვოთ AI-სთან ერთად მუშაობის გზები, რათა თქვენ და თქვენი კომპანია იყოთ კონკურენტუნარიანი და თქვენი კლიენტებისთვის სასურველი.
წყარო: hubspot











