in

რამდენად კრეატიულია AI? — კვლევა

კრეატიულობა ერთ-ერთია იმათგან, რაც ხელოვნური ინტელექტისგან განგვასხვავებს და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაშიც გვეხმარება. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიურ ინდუსტრიას კონკურენციის გაწევა სურს. ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა DALL-E და Midjourney, კრეატიული წარმოების ნაწილად ყოფნას ცდილობს. უკვე ჯილდოებიც კი მოიპოვა… შესაბამისად, დღეს AI-ზე დაფუძნებულ კრეატიულობაზე უნდა ვისაუბროთ, თავისი პოტენციალითა და საფრთხეებით.

როცა ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან, ისინი რაღაც ახლის შექმნით საჭიროებას, მიზანს ან პრობლემას პასუხობენ — იქნება ეს პროდუქტი თუ გამოსავალი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ამ მხრივ, შემოქმედებითობა არსებული რესურსების გაერთიანებას გულისხმობს. იდეების, მასალებისა და ცოდნის ახლებური გზით გამოყენებას, რომელიც მეტად გამოსადეგი და სასიამოვნო იქნება. საკმაოდ ხშირად შემოქმედებითი ფიქრის შედეგი გასაოცარია, მივყავართ იქამდე, რისი წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია.

შემოქმედებითი აზროვნების მკვლევრებმა უახლესი AI სისტემის, GPT-4-ის მიერ გენერირებულ კონტენტში რაღაც საინტერესოც შენიშნეს — როცა სისტემას კრეატიული აზროვნების საჭიროების მქონე ამოცანები გაუზიარეს, მიღებული პასუხები ძალიან ჰგავდა იმას, რასაც კოლეგები და სტუდენტები უზიარებენ ხოლმე მასწავლებელსა და მეწარმეს. იდეები განსხვავებული და გასაოცარი იყო, ამასთან, რელევანტური და გამოსადეგი. საჭიროების შემთხვევაში, მეტად შთამაგონებელიც კი გახლდათ…

დავუშვათ, რომ კვირაში ერთი დღით ყველა ბავშვი გიგანტი ხდება, რას გამოიწვევს ეს? — უთხრეს GPT-4-ს, რომლის მიერ გენერირებული იდეები ეხებოდა ყველაფერს დაწყებული კულტურით, გაგრძელებული ეკონომიკით, ფსიქოლოგიით, პოლიტიკით, ინტერპერსონალური კომუნიკაციით და დამთავრებული ტრანსპორტირებით, დასვენებითა და სხვა საკითხებით. იდეები იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ამ მოცულობით, შესაძლოა, ვერც ადამიანებმა მოიფიქრონ. შესაბამისად, ასკვნიან, რომ AI შემოქმედებით ამოცანებს მშვენივრად უმკლავდება. 

Torrance Tests of Creative Thinking-ის (TTCT) კვლევაში როგორც GPT-4, ისე სტუდენტები გამოცადეს და ხელოვნური ინტელექტი იდეების ორიგინალობით პირველ 1%-ში მოხვდა! სწორედ ამას თვლიან იმის მაგალითად, რომ AI აკმაყოფილებს ან აჭარბებს კიდეც ადამიანის შემოქმედებით უნარს. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ისეთ მოდელებს, როგორებიცაა AI, შეუძლია ადამიანებისთვის გასაოცარი, ახალი და უნიკალური იდეების წარმოება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის შედეგები შეისწავლეს და არა — კრეატიული პროცესი, რომელიც დიდად განსხვავდება ადამიანური მიდგომებისგან; ამასთან, განსხვავებულია გარემოც, რომელშიც იდეები გენერირდება. 

როგორც ჩანს, AI-ის დამფუძნებლებს სჯეროდათ, რომ შემოქმედებითობა, რაც იდეების ორიგინალობას მოიცავს, ადამიანის ინტელექტის იმ კონკრეტულ ფორმებში გადის, რომელთა მიბაძვაც მანქანას შეუძლია. ამგვარად, დღეს ინდივიდებისთვის, რომლებიც კრეატიულობას ინდივიდუალური, სოციალური თუ ეკონომიკური ზრდისთვის მთავარ ნაწილად თვლიან, შეიძლება AI შესანიშნავი ვარიანტი გამოდგეს.

შეცვალე წესები The Glenlivet-თან ერთად! – ვისკის ცნობილი ბრენდის მასშტაბური კამპანია

Ad Black Sea 2023-ს რეკლამის გურუ რორი საზერლენდი ეწვევა!