5
Feb
2020

როგორ აქცია AI-მ 1896 წელს გადაღებული ფილმი 4K გარჩევადობის ვიდეოდ

5 Feb 2020

Alta
Alta


დეველოპერმა და იუთუბერმა – დენის შირიაევმა ხელოვნური ინტელექტი ცნობილი ფრანგული ფილმის განახლებისთვის გამოიყენა. 45 წამიანი დოკუმენტური ფილმი ლუი ლუმიერმა 1896 წელს გადაიღო, დღეს კი, ნეირონული ქსელის გამოყენებით, ფილმი ისე გამოიყურება, თითქოს თანამედროვე სმარტფონით გადაიღეს.

დეველოპერმა, 1896 წელს გადაღებული ვიდეოში 4K გარჩევადობისა და 60 კადრი წამში ხარისხის მისაღწევად ნეირონული ქსელი, უფრო კონკრეტულად კი ალგორითმები Topaz Labs’ Gigapixel AI და DAIN გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესების გარდა, ალგორითმის დახმარებით, უხმო ფილმს უკვე ხმაც აქვს.

L’arrivée d’un train en gare de La Ciotat, ანუ 1896 წელს გადაღებული ფილმი ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ცნობილი გახდა ერთგვარი პანიკის გამო. მაყურებელმა, რომელმაც ცხოვრებაში პირველად ნახა მოძრავი კადრი, მიიჩნია, რომ „ეკრანიდან მომავალი“ მატარებელი მათ დაეჯახებოდა.

პირველ ვიდეოში ნახავთ ფილმის ორიგინალს, ხოლო მეორეში მის განახლებულ, 4K ვერსიას.

განხილვა