in

AI-ს სწავლა commschool-ში უკვე ნებისმიერ პროფესიონალს შეუძლია!

თბილისის კომუნიკაციის სკოლამ 4 ახალი AI პროგრამა გამოუშვა და ბიზნესებსაც არაერთ სიახლეს პირდება ამ მიმართულებით.

commschool საქართველოში პირველი აკადემია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტუდენტებს სწავლების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

“ხელოვნური ინტელექტი დღეს, თანამედროვე პროფესიონალებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ უნარია.  ამის პარალელურად, სიახლეები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით უკონტროლოდ ბევრი და ქაოტური გახდა.  სწორედ ამიტომ შევქმენით პერსონალიზეული AI პროგრამები, რომელიც სრულად ორიენტირებულია პრაქტიკაზე და პროფესიონალებს მისცემს საშუალებას სწრაფად და მარტივად ადაპტირდნენ AI-სთან ისე, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ ” ამბობს ნინა ქარჩხაძე, commschool-ის საოპერაციო დირექტორი.


კურსები, რომლის სწავლაც commschool-ში შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით:

კურსი: AI Essentials

კურსი არის მათთვის ვისაც არ ქონია ან მინიმალური შეხება ქონია ხელოვნურ ინტელექტთან და სურს ეფექტურად გამოიყენოს ის ყოველდღიურ საქმიანობაში

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი (AI), განსაკუთრებით მისი გენერაციული ფორმა, გახდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს, გაამარტივოს და აასწრაფოს როგორც პირადი, ისე პროფესიული ცხოვრება.

ამასთანავე AI გახდა ყველაზე მოთხოვნადი უნარი, რომელსაც კომპანიები თითქმის ყველა პოზიციაზე ითხოვენ. ამ პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის, პროფესიონალებს მისცეს უნარი, რომელიც დღეს სასურველზე მეტად აუცილებელიც კია.

კურსის სრული სილაბუსის და დეტალების სანახავად ეწვიე ბმულს – https://hubs.li/Q03ngsPg0

კურსი: AI in Content Creation

გიფიქრია მაგიურ ღილაკზე, რომელიც ფოტო და ვიდეო კონტენტს რამდენიმე წამში შეგიქმნის? ეს უკვე რეალობაა და AI  ამის საშუალებას გაძლევას!

AI ხელსაწყოები ამარტივებს როგორც იდეების გენერირების ისე მისი აღსრულების პროცესს. კურსის განმავლობაში სწორედ ეს იწავლება, როგორ მისცე გასაქანი შენს შემოქმედებით უნარს ისე, რომ დრო და ტექნიკური ცოდნა  შემზღუდველი არ იყოს.

კურსი არის მარკეტერებისთვის, კრეატორებისთვის, დიზაინერებისთვის ან/და უბრალოდ შემოქმედებითი ადამიანისთვის ვისაც სურს Advanced დონეზე ისწავლოს ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა 0-დან.

კურსის სრული სილაბუსის  და დეტალების სანახავად ეწვიე ბმულს https://hubs.li/Q03n6wzV0

კურსი: AI in Business Development

კურსი არის მენეჯერებისთვის, ლიდერებისთვის, რომელთაც სურთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნან ბიზნესისთვის ღირებულება და დანერგონ ახალი ინიციატივები როგორც გუნდში, ისე სამუშაო პროცესებსა და პროდუქტებში.

ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ცვლის ბიზნესის ოპერირების მიდგომებს. კომპანიები, რომლებიც AI-ის იყენებენ, შემოსავლების 2-ჯერ, ხოლო პროდუქტიულობის 50%-მდე ზრდას აჩვენებენ.

დღეს AI-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია ბიზნეს პროცესების ასწრაფება და ეფექტურობის გაზრდა არსებული ან გარე მონაცემების დამუშავებაში, გაანალიზებაში,  პროდუქტის განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუნჯობესებაში, გაყიდვებსა და მარკეტინგში – მთავარია იცოდე, როგორ  გამოიყენო ის, რასაც ამ კურსის ფარგლებში შეისწავლიან.

კურსის სრული სილაბუსის და დეტალების სანახავად ეწვიე ბმულსhttps://hubs.li/Q03n7rj70

კურსი: AI Agents & Automations

ეს კურსი არის მათთვის ვინც იყენებს გენერაციულ AI-ს, არის ცნობისმოყვარე, ეძებს უფრო მეტს და აქვს ამბიცია იყოს კონკურენტუნარიანი პროფესიონალი დღეს.

წარმოიდგინე ასისტენტი, რომელიც არა მხოლოდ ასრულებს შენს დავალებებს, არამედ გეუბნება რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა გააკეთო ის საუკეთესოდ. ხელოვნური ინტელექტის აგენტური მოდელით (Agentic AI) ეს უკვე შენც შეგიძლია.

აგენტური ხელოვნური ინტელექტი, მსოფლიოში დღეს ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად ტექნოლოგიად ითვლება. ის შექმნილია იმისთვის, რომ იმოქმედოს ავტონომიურად და მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის მინიმალური ჩარევით. ანუ, მას შეუძლია შეასრულოს ისეთი კომპლექსური ამოცანები, როგორიცაა დაგეგმვა, პრობლემის გადაჭრა და კომუნიკაცია.

შესაბამისად ამ კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა შენს საჭიროებებზე მორგებული AI ასისტენტი და გააკეთო პროცესების ავტომატიზაცია, ისე რომ ნაკლები დროითი დანახარჯის ხარჯზე მიაღწიო მაღალ ეფექტურობას.

კურსის უკვე შემდეგი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზეwww.commschool.ge

commschool-ის AI კურსებზე მიღება უკვე დაიწყო! თუ რეგისტრაციაზე ფიქრობ, გაითვალისწინე, რომ  კურსები ძალიან მოთხოვნადია და თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 15 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი!

[R]

ტოპ სიახლეები Microsoft Build 2025-დან

კარგი კონტაქტებით მეტი #შეგიძლია – ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები