in

ჰარვარდის უნივერსიტეტში ერთ-ერთ კურსს AI ლექტორი გაუძღვება

მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კოდირების შესავალ კურსს გადიან, „ნამდვილი პროფესორის“ ნაცვლად, AI ასწავლით. ხელოვნური ინტელექტის სისტემა მათ ყველა ტექნიკურ საკითხს გააცნობს, რათა სრულფასოვნად შეისწავლონ საჭირო თემები.

ხელოვნური სისტემა უნივერსიტეტის სრულფასოვანი წევრი გახდება. დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, AI-ის ლექციებში ჩართვა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად დააინტერესებთ და ის, რასაც თეორიულად სწავლობენ, პრაქტიკული სახით განსხეულდება მათ წინაშე. თანაც CS50-ის სახელით ცნობილი კურსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ონლაინ განათლების პლატფორმაზე edX. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროფესორთან ერთად კი საჭირო თემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელებენ — შესაბამისად, სტუდენტები 24/7-ზე საკუთარი ტემპით შეძლებენ სწავლას.

რას გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის მასწავლებელი? როგორც ცნობილია, კურსის პერსონალი ატარებდა ექსპერიმენტებს როგორც GPT 3.5, ასევე GPT 4 მოდელებზე; „კურსისთვის, რომელიც ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ეს შესავალი უბრალოდ ამ ტრადიციის ევოლუცია იქნება“.

რა თქმა უნდა, ერთი ყურადსაღები საკითხია, რომ მიუხედავად ზემოხსენებული მოდელების ეფექტურობისა და საიმედოობისა, ჯერ იდევ სახიფათოა ცრუ პასუხების გენერირება და „AI ჰალუცინაციების“ საკითხი. ჰარვარდის უნივერსიტეტში აღიარებენ, რომ შეიძლება, ზოგჯერ შეცდეს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ვირტუალური ლექტორი პროფესორებს დაეხმარება, მთელი თავიანთი გონებრივი რესურსი უმნიშვნელოვანესი ამოცანებისკენ მიმართონ.

Nike კობი ბრაიანტის ხაზს 23 აგვისტოს ჩაუშვებს

ნახეთ, როგორ ქმნის ახალი Subaru WRX 2023 მართვისას ტრენაჟორებზე ვარჯიშის გამოცდილებას