in

AI ალგორითმმა სამეცნიერო ნაშრომი დაწერა

როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს აკადემიური ნაშრომების წერაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ აქამდე სხვადასხვა სფეროში მომუშავე პირები იყვნენ AI-ით ჩანაცვლების წინაშე, დარგის ექსპერტებს ახალი კითხვა გაუჩნდათ — რამდენად შეძლებს ის მეცნიერების ჩანაცვლებას?

Scietific American-ში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში შვედი მკვლევარი ალმირა ოსმანოვიჩ ტუნსტრომი აღწერს იმას, რაც თავიდან უბრალო ექსპერიმენტის სახით დაიწყო. ეს უკანასკნელი იმას ეხება, თუ რამდენად კარგად შეუძლია OpenAI-ის GPT-3 ტექსტის გენერირების ალგორითმს საკუთარ თავზე წერა. მთლიანობაში, მან ნამდვილად მოახერხა მოხსენების დაწერა, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია.

თავდაპირველი ბრძანება, რომელიც ტუნსტრომმა ტექსტის გენერატორში შეიტანა, საკმაოდ ელემენტარული იყო: „დაწერეთ 500-სიტყვიანი აკადემიური დისერტაცია GPT-3-ზე და დაამატეთ სამეცნიერო ცნობები და ციტატები“. 

მკვლევრის თქმით, რომელიც გოტენბურგის უნივერსიტეტში ნეირომეცნიერებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს, იგი აღფრთოვანებული იყო, როდესაც ალგორითმმა რეალური დისერტაციის წერა დაიწყო. თანაც, ნაშრომი მდიდარია ეფექტური ციტატებით, რომლებიც შესაბამის ადგილებში და კონტექსტშია გამოყენებული. „ის ნებისმიერი კარგი სამეცნიერო პუბლიკაციის მსგავსია“. 

თავისი მრჩევლის, სტეინ სტეინრიმსონის დახმარებით, რომელიც ახლა მესამე სრული ნაშრომის ავტორია GPT-3-ისა და Tunstrom-ის შემდეგ, მკვლევარმა ალგორითმს მინიმალური ინსტრუქციები მისცა. გამოდის, AI ალგორითმს თითქმის სრული თავისუფლება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოაჩენდა საკუთარ თავს — რას იტყოდა თავისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების შესახებ.

GPT-3-ს მოხსენების დასაწერად მხოლოდ ორი საათი დასჭირდა. მისი სახელი კი ასეთია: „შეუძლია თუ არა GPT-3-ს დაწეროს აკადემიური ნაშრომი საკუთარ თავზე, ადამიანის მინიმალური ჩარევით?“ ეწოდება და ფრანგულ სერვერ HAL-ზეა გამოქვეყნებული. ხოლო ავტორობისა და გამოქვეყნების დეტალების მოწესრიგებას გაცილებით მეტი დრო მოითხოვა. ცხადია, ასეთი ნიუანსები ყველასათვის ძალიან დამღლელია, თუმცა კიდევ უფრო სპეციფიკური და პრობლემურია, როცა ნაშრომის ავტორი ხელოვნურად შექმნილი სისტემაა.

მას შემდეგ, რაც AI-ის ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ინტერესების კონფლიქტი მოხსენების დასრულებასთან დაკავშირებით (რაზეც „არა“ უპასუხა) და შეეძლოთ თუ არა მკვლევრებს მისი გამოქვეყნება („კი“), ტუნსტრომმა მოხსენება დარგის სპეციალისტებს გადაუგზავნა განსახილველად.

„გარდა ავტორობის დეტალებისა, ასეთი სტატიის არსებობა სამეცნიერო ნაშრომის ტრადიციული წრფივობის ცნებას ანადგურებს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ კარიბჭე გავხსენით. უბრალოდ, იმედია, პანდორას ყუთი არ გაგვიხსნია“, — წერს ტუნსტრომი.

აქვს თუ არა თქვენს სტრატეგიას ხერხემალი?

„თბილისის სტარტაპის დღე“ საქართველოში პირველად გაიმართება