ძილისპირული ზღაპრები და ამბები ძალიან სასიამოვნო მოსასმენია — რეალობიდან სიზმრისეულ სამყაროში გადასვლაში რომ გვეხმარება და იქაც მიგვყვება ხოლმე სახეცვლილ ფორმებად. მაგრამ გამოღვიძებისას მსგავსი გამოცდილება ძალიან იშვიათია, რასაც ახლა უახლესი მოწყობილობით პასუხობენ: AI მაღვიძარით, რომელიც მომხმარებლებს ამბების მოყოლით აძინებს ან აღვიძებს (ეს ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული).
მოწყობილობაზე ადამიანის სიჯანსაღეზე ორიენტირებულმა კომპანია Loftie-მ იზრუნა. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილ ასისტენტებსაც შეგიძლიათ სთხოვოთ ამბის წაკითხვა, მაგრამ AI საათი, თავისი Magic Storymaker ფუნქციით, ღამის თავგადასავლების ავტორი თავად მომხმარებელი ხდება. ამისათვის სულ რამდენიმე კითხავს უნდა უპასუხოთ, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა გაიგოს, ვინ ხართ და რა მოგწონთ — ინფორმაციის საფუძველზე, ის ავტომატურად დაგიწერთ თქვენზე მორგებულ ამბავს, სასურველი პერსონაჟებისა და სიუჟეტების მიხედვით.
გარდა ავტომატიზებული პროცესისა, შეგიძლიათ, ცვლილებები თავად შეიტანოთ ნარატივში ან ცხოვრებისეული დეტალების მიხედვით, პირადი ჰოროსკოპის წაკითხვა სთხოვოთ სისტემას. ასევე, შესაძლებელია მოგონებების ჩატვირთვა და შემდეგ მისი მოსმენა. თან ხმები საკმაოდ რეალისტურია, ნაცვლად რობოტული ტემბრისა.
საათის სხვა ფუნქციები მოიცავს მედიტაციას, სუნთქვით ვარჯიშებს, თეთრ ხმაურს და ორფაზიან მაღვიძარას რბილი ტონებით, რათა მშვიდად გაგაღვიძოთ.