in

“AI Marketing: The Future of Customer Engagement” — წიგნი, რომელიც AI-მ დაწერა, BTU-მ კი გამოსცა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში AI Book სერიების გამოცემა იწყება. აღნიშნული პროექტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით, აგრეთვე მთარგმნელების, რედაქტორების, კორექტორთა ჯგუფის მუშაობის შედეგად გენერირებული AI წიგნების ქართულენოვანი ვერსიების დამუშავებასა და გამოცემასაც გულისხმობს. სერიის პირველი წიგნია “AI Marketing: The Future of Customer Engagement”.

შექმნილი წიგნები სისტემატურად განახლდება და უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ბაზაში განთავსდება. მასზე ღია წვდომა ექნება როგორც BTU-ს აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს, სხვადასხვა პროექტების ბენეფიციარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. აღსანიშნავია, რომ წიგნები სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირდება სხვადასხვა პლატფორმაზე; სამუშაო ჯგუფი კი მისი აკურატულობის, გამოყენების არეალისა და სხვა საკითხების გარშემო იმუშავებს.

ამასთან, AI Book სერიების გამოყენება შესაძლებელია როგორც უახლესი ინფორმაციის მიღების დამხმარე წყაროდ, ისე ექსპერიმენტული კვლევების ან სხვა მასშტაბური პროექტების წარმოებისთვის. სერია მნიშვნელოვნად დაეხმარება სტარტაპებს და სხვადასხვა სფეროში უახლესი ინფორმაციის მიღების მსურველ პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ უცხო ენის მაღალი კომპეტენცია ან არ აქვთ დრო და სხვა რესურსი მოცულობითი წყაროების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზისთვის.

ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში სფეროს შესახებ გამოცემული ლიტერატურა ხშირად საჭიროებს განახლებას. ახალი გამოცემების თარგმნა და ქართულენოვანი წიგნების, სახელმძღვანელოების ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზება კი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული, დაკავშირებულია დიდ დროსთან და დანახარჯებთან. დღეს, ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენებით, სხვადასხვა ღია წყაროს დახმარებით, სასურველი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ახალი ეპოქა იწყება. იცვლება და ვითარდება აღნიშნული ღია პლატფორმების აკურატულობის ხარისხიც, რომელიც გარდამტეხ როლს შეასრულებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში მსოფლიოში.

რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც წიგნშია მოცემული, აქ საუბარია ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რომლებიც ციფრულ სამყაროში ეფექტური ნავიგაციისთვის გვჭირდება. თითოეული მათგანის საფუძვლიანად გაცნობა კი კომპანიებს თუ ლიდერებს დაეხმარება, დღევანდელ რეალობაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენონ. მთლიანობაში, წიგნი 10 თემას მოიცავს, რომლებშიც მოკლედ, მაგრამ კონკრეტულადაა ყველაფერი განხილული — მათ შორისაა: ხელოვნური იმტელექტის როლი მარკეტინგში; მანქანური სწავლების საფუძვლების გაგება; პერსონალიზაცია და AI-ის დახმარებით შემუშავებული მიზანმიმართული მარკეტინგი; ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი; ჩეთბოტები; AI-ის მომავალი მარკეტინგში და ა. შ.

[პარტნიორის კონტენტი]

რა მნიშვნელობა აქვს ბრენდის სახელმძღვანელოს მარკეტინგის თანმიმდევრულობაში

რაფაელის დაკარგული სურათი AI ტექნოლოგიამ ამოიცნო