Norwegian Institute of Public Health-ის (FHI) განცხადების მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, მკერდის კიბოს განვითარების რისკი, დიაგნოზის დასმამდე, რამდენიმე წლით ადრე დაადგინოს. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა FHI-ის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების ხუთ მკვლევარს კომერციულ AI პროგრამაზე მისცეს წვდომა, რათა რეტროაქტიურად გაეანალიზებინათ 116 495 ქალის მამოგრაფია, რომლებიც, თავის მხრივ, ნორვეგიის სპეციალურ პროგრამაში 2004-2028 წლებში იყვნენ ჩაწერილნი.
მთლიანობაში მათგან 1607 ქალს განუვითარდა მკერდის კიბო, მანამდე კი ალგორითმმა შეძლო, ზუსტად დაედგინა, რომელი ქალი იყო კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. მეტიც, ისიც კი გვითხრა, თუ რა ტიპის კიბო განუვითარდებოდა დიაგნოზის დასმამდე 4-6 წლით ადრე!
„აღვნიშნეთ, რომ მკერდს, რომელსაც შემდგომში კიბო განუვითარდა, ორჯერ მაღალი AI ქულა ჰქონდა, ვიდრე სხვას. კვლევა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებული AI ალგორითმები უკვე შეგვიძლია მეტად პერსონალიზებული პროგრამების გასავითარებლად გამოვიყენოთ“, — განმარტავს სოლვეი ჰოფვინდი, AI პროექტის ხელმძღვანელი.
FHI კი გვეუბნება, რომ AI-ით, შესაძლოა, მკერდის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ, რაც ხარჯებსაც შეამცირებს და უკეთაც უპასუხებს რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციის საჭიროებებს.
შეგახსენებთ, რომ World Health Organization-ის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს მკერდის კიბოთი 670 000 ქალი გარდაიცვალა, კიბოს ეს ტიპი კი ქვეყანათა უმრავლესობაში სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ფორმად გვევლინება.