in ,

AI მოდელები მოდის ინდუსტრიაში, ინოვაციური მიდგომა ინდუსტრიული პრობლემის გადასაჭრელად

მოდის ინდუსტრიას დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ტანსაცმლის ჩვენებისას ის ეყრდნობოდა ერთ ნიმუშსა და ზომას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა –  სხვადასხვა ზომის ჩვენება არ იყო კომერციულად მომგებიანი მრავალი ბიზნესისთვის. ბევრ მოდელზე კატალოგის ფოტოს გადაღება შეიძლება ძალიან ძვირი იყოს, რაც კომერციულად მიუღებელია ბიზნესის უმეტესობისთვის. ეს არის მთავარი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლო ინდუსტრიამ უფრო წინ წაიწიოს ამ სივრცეში.

თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, მზარდი მოთხოვნა მოდის ბრენდებზე, მოერგოს სხეულის მრავალფეროვნებას და თავი შეიკავოს მცირე ზომის მოდელების გამოყენებისგან საკუთარი ტანსაცმლის საჩვენებლად. ამის შესაბამისად, ავსტრალიის მფლობელობაში მყოფმა  ელექტრონული კომერციის ბრენდმა Showpo-მ ახლახან მიიღო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდებს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელები და აჩვენოს ტანსაცმელი სხეულის ზომების დიდ დიაპაზონზე.

AI ტექნოლოგიის ეს ინოვაცია ბრენდებს დაეხმარება, რომ განავითარონ პერსონალიზებული კონტენტი მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის და ამავე დროს დაზოგონ ხარჯები. ამ მეთოდით მოდა ტექნოლოგიას ერწყმის და უზრუნველყოფს ბრენდის მრავალფეროვნების წარმოჩენას. 

პარტნიორობა მეტასთან

ამჟამად Showpo თანამშრომლობს მეტასთან, რათა შემოწმდეს რეკლამის კრეატივი რეგულარული ელექტრონული კომერციის აქტივებთან და შეფასდეს AI მოდელების მარკეტინგული ეფექტურობა სტანდარტული ელექტრონული კომერციის მოდელის კრეატიულთან მიმართებით.

„ჩვენ გვსურს შევამოწმოთ, რეკლამებში 3D მოდელების და ხელოვნური ხელოვნური ინტელექტის კრეატივის გამოყენება გამოიწვევს თუ არა ჩვენი პროდუქტების უკეთეს პერსონალიზაციას და ვიზუალიზაციას პოტენციური მომხმარებლებისთვი“, – აცხადებენ კომპანიაში. 

ოთხკვირიანი საცდელი პერიოდის შემდეგ, თუ ის წარმატებული იქნება ტრაფიკის მართვაში და კონვერტაციებში, ბრენდი შეეცდება, გააფართოვოს ტექნოლოგიის გამოყენება 3D AI მოდელის შედეგების გადატანით ახალ კამპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბრენდები იწყებენ 3D მოდელების და ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებას, განსაკუთრებით აშშ-ში, Showpo არის პირველი ავსტრალიური ბრენდი, რომელიც ბაზარზე ამ სარეკლამო ტექნოლოგიით მუშაობს და მოუთმენლად ელის მისი ფუნქციონირების განხილვას.

თუ რეკლამები წარმატებული იქნება ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, ტექნოლოგია შეიძლება ასევე გავრცელდეს მის ფარგლებს გარეთაც.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები გახდება ახალი საწარმოო ინსტრუმენტი ელექტრონული კომერციის მცდელობების დასაჩქარებლად და დაგვეხმარება მრავალფუნქციური ციფრული აქტივების მასშტაბის გამომუშავებაში,” – დასძენს კომპანია.

დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში კოგნიტიური ფუნქცია გააუმჯობესეს — კვლევა

Twitter რედაქტირების ღილაკის ტესტირებას იწყებს