in

რა ხდება, როცა AI-ს მოსიარულე რობოტის შექმნას სთხოვენ?

როცა მკვლევართა ჯგუფმა ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა, შეექმნა რობოტი, რომელსაც სიარული შეეძლებოდა, მან ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მსგავსი რამ შემოგვთავაზა, პატარა უფორმო ნივთი, რომელიც მაშინ დადის, როცა ჰაერით ივსება. თუ ამ ახალი ტექნოლოგიის კრიტიკოსთა სიებში ხართ, ალბათ, ეს არც გაკვირვებთ, მაგრამ საინტერესოა, რატომ მიიპყრო ამ ფაქტმა მეცნიერთა ყურადღება. 

მოდით, აქვე პროცესიც განვიხილოთ — ეს შედეგი ხელოვნურმა ინტელექტმა 26 წამში მიიღო, პატარა რეზინის ბლოკებით დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტი ცადა მანამ, სანამ იმ საბოლოო ვერსიამდე მივიდოდა, რომელსაც სიარული შეეძლებოდა. მეცნიერებმა კი ჯერ არ იციან, რატომ შეაჯერა არჩევანი იმაზე, რასაც სურათზე ვხედავთ. 

როცა ადამიანები ქმნიან რობოტებს, ცდილობენ ეს ნაცნობ საგნებს დაამსგავსონ, მაგრამ AI-ს შეუძლია, ახალი, ისეთი შესაძლებლობები შემოგვთავაზოს, რომლებსაც, ალბათ, ჩვენც არც არასდროს განვიხილავდით, — აცხადებენ მკვლევრები. 

დიახ, რობოტების შექმნა, რომელთაც სიარული შეუძლია, ახალი კონცეფცია არ არის,  აი, მაგალითად Boston Dynamics-ში ამას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს… მიუხედავად ამისა, მეცნიერები კონკრეტულ ფაქტს მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან იგი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის შერწყმის უჩვეულო შედეგს გვთავაზობს, რითაც სამომავლო პროგნოზებიც შეგვიძლია გავაკეთოთ…

როგორ დავწეროთ სამუშაო პოზიციის აღწერა – ახლებური მიდგომა

Facebook-ის განახლებები, რომლებიც მნიშვნელოვანია მარკეტერებისთვის