in

AI მოწყობილობები Lenovo Innovation World 2025-დან

Lenovo
Lenovo

Lenovo Innovation World 2025-ზე ბრენდმა AI ინოვაციების უახლესი პორტფოლიო გაგვაცნო — მაღალი კლასის კომპიუტერებით, ჭკვიანი პლანშეტებით, იმერსიული სათამაშო მოწყობილობებითა და მოტოროლას სმარტფონებით ახალი ხაზი ლენოვოს ხედვას ასახავს: Smarter AI for All — ამგვარად, გენერაციულ AI-სა და ჰიბრიდულ ინტელექტს ყოველდღიურობაში გვთავაზობს, სამსახურისთვის, შემოქმედებითი პროცესებისა თუ გართობისთვის. 

ლენოვო აგრძელებს იმის გარდაქმნას, თუ რა შეუძლია ტექნოლოგიას გააკეთოს ადამიანებისა და ბიზნესებისთვის AI ეპოქაში. ეს არ არის სამომავლო პოტენციალი, ნამდვილი, ყოველდღიური AI გამოცდილებების შეთავაზებას ეხება პერსონალიზაციის, პროდუქტიულობის, შემოქმედებითობისა და მონაცემთა დაცვის საკითხებში. ეს ყველაფერი კი ფესვგადგმულია ჩვენს რწმენაში, რომ ჭკვიანი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი და პრაქტიკული უნდა გახდეს ყველასთვის, — აცხადებს ლიკა როსი, Lenovo-ს Intelligent Devices Group-ის პრეზიდენტი. 

AI ბიზნესებისთვის — ჭკვიანი კომერციული გადაწყვეტილებებით შედეგების გაუმჯობესება

თამამი ხელოვნური ინტელექტის კონცეფციებით ლენოვო გვაჩვენებს, როგორ შეუძლიათ პროფესიონალებს თავიანთ მოწყობილობებთან ინტერაქცია. მათ შორის ThinkBook™ VertiFlex Concept-საც გვაცნობს, მბრუნავი 140-ინჩიანი ეკრანითა და AI ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური რეჟიმებით — უფრო დეტალურად ამ მოწყობილობის შესახებ ჩვენს სტატიაში გაიგებთ.

ამასობაში, Lenovo-მ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კომერციული სამუშაო სადგურების პორტფოლიოც გააფართოვა — ბრენდი ThinkPad™ P16 Gen 3-ს, განახლებულ ThinkPad P1 Gen 8-ს, P16v Gen 3-ს, P16s i Gen 4-სა და P14s i Gen 6-ს სთავაზობს მომხმარებლებს — თითოეული AI განვითარებისა და შემოქმედებითი სამუშაო პროცესების მხარდასაჭერად შეიქმნა.

სიახლეებს შორის ThinkPad X9 Aura Edition-ის ახალ Glacier White ფერს ვხვდებით, რომელიც ლენოვოს Copilot+ PC-ის წევრია და შეზღუდული ხელმისაწვდომობით გამოირჩევა როგორც 14, ისე 15-დიუმიან ზომებში:

ბევრი საქმის ერთად კეთება რომ შეგვაძლებინოს, ThinkVision™ P40WD-40-ს გვაცნობს, 39.7-ინჩიან მონიტორს 5120×2160 რეზოლუციით:

AI მომხმარებლებისთვის — შემოქმედებითობა, პორტატიულობა და იმერსიული სათამაშო გამოცდილებები

გეიმერებისთვის კი ლენოვოს Lenovo Legion Go-ს კომპიუტერი აქვს, TrueStrike-ის კონტროლერებით, OLED ეკრანითა და გაუმჯობესებული ბატარეით. აქვე გვხვდება Legion Pro OLED-ის სამი ახალი მონიტორი: 

ყოველდღიური კონტენტის შექმნა რომ გაამარტივოს, ლენოვო FlickLift-ს წარადგენს, სურათების რედაქტირების ჭკვიან სისტემას Yoga-სა და IdeaPad-ის მოწყობილობებში, რა დროსაც AI-ით ფონის წაშლა და ობიექტების უკეთ წარმოჩენა იქნება შესაძლებელი. 

გეიმინგის გარდა, ლენოვო AI პლანშეტებსა და მოწყობილობებს გვიზიარებს, მათ შორისაა ახალი Yoga Tab შემოქმედებით სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომელსაც Lenovo Tab Pen Pro მოჰყვება სკეტჩების სურათად გარდაქმნის გაუმჯობესებულ ფუნქციონალთან ერთად. 

ამას ემატება Idea Tab Plus, რომელიც უკვე ისეთ AI ხელსაწყოებს გვთავაზობს, როგორებიცაა Smart Notes, Circle to Search, რომ აღარაფერი ვთქვათ Gemini-ის ინტეგრაციაზე. 

AI ყველასთვის: უფრო ჭკვიანი, პერსონალიზებული მობილური გამოცდილება

თავისსავე სმარტფონის პორტფოლიოს მოტოროლამაც დაამატა სიახლეები, უფრო ჭკვიანი გამოცდილებები და დიზაინი შემოგვთავაზა განსხვავებულ საფასო კატეგორიებში. 

Motorola Edge 60 Neo კომპაქტური, ტრენდული მოწყობილობაა, რომელშიც Moto AI-ს ვხვდებით სამმაგ კამერასთან ერთად:

სიახლეებს შორის Moto g06 და Moto g06 power-იც გახლავთ — ორივე მოდელს ფართო 6.88-დიუმიანი დისპლეი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი 50-მეგაპიქსელიანი კამერის სისტემები, Dolby Atmos® აუდიო და გუგლის Circle to Search აქვს. 

სულ ეს იყო, სწორედ ამ მოწყობილობებითა და ფუნქციებით წარმოუდგენია ლენოვოს ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რამდენად მოახერხებს, ამას დრო გვაჩვენებს…

„დიჯიტალ ტვ-ს“ უპრეცედენტო კამპანია – ქალაქში მოსიარულე ტელევიზია გამოჩნდა

გაანაღდე თანხა ბარათისა და პინკოდის გარეშე მარტივად – თიბისის მობაილბანკიდან