in

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მოწყობილობას ადამიანებთან უსასრულოდ კამათი შეუძლია

Project Debater ავტონომიური სადისკუსიო სისტემაა

ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამას, რომელიც IBM-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს, იმდენად კარგად გამოსდის ადამიანის წინააღმდეგ კამათი, რომ შესაძლოა, კონკურენციის წნეხს ვერ გაუძლოთ – ეს უბრალოდ დროის საკითხია.

Project Debater ავტონომიური სადისკუსიო სისტემაა, რომელსაც უკვე წლებია, ავითარებენ. იგი ადამიანის წინააღმდეგ საკმაოდ აზრიანი გზით კამათობს და შეუძლია, სასურველ თემაზე მიიღოს დებატებში მონაწილეობა, ასევე, წამოაყენოს ძლიერი არგუმენტები, რატომ არის მისი მოსაზრება სწორი.

როგორც მის თანმხლებ კვლევაში წერია, პროგრამა ჯერ კიდევ არ არის იმ ეტაპზე, რომ ადამიანის არგუმენტირებული ლოგიკის სრული დამარცხება მოახერხოს, თუმცა უკვე 2019 წლის საჯარო დემონსტრირების დროს ცხადი გახდა, რამდენად განვითარებულია მისი მსჯელობის ხელოვნური გზები.

ბუნებრივი ენის დამუშავების პროცესში, პროგრამისთვის არგუმენტირებული მსჯელობის მისანიჭებლად, ე. წ. “არგუმენტის მოპოვებაა საჭირო, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ, ინფორმაციის გაანალიზებისა და შესაბამის სექციებთან დაკავშირებით მიიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას, დამკვირვებელთა უმეტესობამ, პროექტს მაღალი შეფასება მისცა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა, რადგან სულ რაღაც 10 წლის წინ თანამედროვე AI-ისთვის არგუმენტის მოპოვების მცდელობები წარუმატებელი იყო.

“მას შემდეგ, AI-ის ტექნიკური მიღწევების კომბინაციამ, არგუმენტული ტექნოლოგიის ინჟინერიაში მზარდმა სიმწიფემ და ინტენსიურმა კომერციულმა მოთხოვნილებამ, სფეროს სწრაფი განვითარება განაპირობა” – განმარტავს კამათის ტექნოლოგიის მკვლევარი კრის რიდი.

მართალია, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, როგორ გადააჭარბა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებმა ადამიანისას, თუმცა არგუმენტირებული კამათის მიღწევა, მრავალი თვალსაზრისით, ბევრად რთული საქმეა. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქმედებისთვის ინფორმაციის გაანალიზება და შემდეგ ერთმანეთთან ლოგიკური დაკავშირებაა საჭირო.

“დებატები ადამიანის გონების პირველად შემეცნებით საქმიანობას წარმოადგენს, რაც ენის გაგებასა და წარმოქმნის შესაძლებლობების ფართო არსენალის ერთდროულ გამოყენებას მოითხოვს. მათი უმეტესობა მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესწავლილი, გამოთვლითი თვალსაზრისით და არა, ჰოლისტიკური მეთოდით” – განმარტავენ მკვლევრები.

ამ ეტაპზე ავტონომიური დებატების სისტემა ენების კვლევის წინა მცდელობებს სცილდება და ახალი პროგრამა AI სისტემის “კომფორტის ზონის” მიღმა დგას. ვიდრე მივიღებთ მოწყობილობებს, რომლებიც უკეთ იყენებს ადამიანების არგუმენტირებული ლოგიკის უნარს რთულ და ბუნდოვან საკითხებში, ახალი მაგალითების შემუშავებაა საჭირო.

“გადაამოწმე მისამართი” – თამარ ხმიადაშვილის ნამუშევრების სერია სტერეოტიპების სამყაროზე

ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თავის სიყვარულს ასწავლის – The Body Shop-ის ამბავი