ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა კინოინდუსტრიაში ახალიაო, ვერ ვიტყვით, რადგან ტექნოლოგიას უკვე იყენებენ თრეილერებისა თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმების შესაქმნელად… მიუხედავად ამისა, Next Stop Paris რაღაც ახალს გვთავაზობს, პირველი ფილმია, რომელიც თავიდან ბოლომდე, დაწყებული სცენარიდან გამოსახულებებამდე, AI-ის მიერაა გენერირებული.
ჩინურმა გიგანტმა სამომხმარებლო ელექტრონიკის სექტორში TCLtv+-მ Next Stop Paris-ის ვიზუალური ლანდშაფტის მისაღებად თანამედროვე ინსტრუმენტები გამოიყენა. ხოლო მაშინ, როცა AI ხელოვნების სადავეებს იღებდა ხელში, პროფესიონალი ხმის მსახიობები, ოღონდ ამჯერად ადამიანები, თავიანთ ხმებს პერსონაჟების გასაცოცხლებლად იყენებდნენ.
AI Love Story-ია, რომელშიც მთავარ როლს კლერი ასრულებს — გულგატეხილი ქალი, რომელიც პარიზში მარტო ატარებს თაფლობის თვეს მას შემდეგ, რაც საქმრო საკურთხეველთან მიატოვებს. თუმცა მატარებელში შემთხვევითი შეხვედრით ახალი რომანი იწყება, Next Stop Paris-იც ამ სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება და სიუჟეტს პარიზის ღირსშესანიშნავი ადგილების ფონზე ავითარებს, იქნება ეს ქვაფენილიანი ქუჩები, ძველი სტილის კაფეები თუ ეიფელის კოშკი, რომელიც AI-ის მიერ გენერირებული მზის ჩასვლის ოქროსფერ ფერებშია გახვეული.
კონკრეტული AI მოდელების შესაქმნელად კრეატორები Stable Diffusion-ს იყენებდნენ. ვიზუალსაც ცალსახად ეტყობა, რომ არაბუნებრივია, თანაც რთულია, სცენარს გულდასმით მიჰყვე, რადგან მთავარი გმირების სახეები გამუდმებით იცვლება.
ეს კლერია:
ესეც:
და ესეც:
თუმცა ეს იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ Next Stop Paris-ს ექსპერიმენტად აღიქვამენ…
„ჩვენ ვუბიძგებთ კრეატორებს გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, რათა ადამიანური გამოცდილება გაამდიდრონ და გვწამს, რომ უსასრულო წარმოსახვით ისინი ინოვაციებამდეც მივლენ. ჩვენ Next Stop Paris-ს ვუყურებთ, როგორც ადრეულ ექსპერიმენტს“, — აცხადებს კრის რეჯინა, TCL-იდან.
ფილმის პრემიერა ზაფხულისთვის იგეგმება, თუმცა მანამდე იმასაც გეტყვით, რომ ეს ამერიკის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ხელოვანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.