in

Nightshade-ის ხელსაწყო AI ნამუშევრების ქურდობისგან დაგიცავთ

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას თან მოჰყვა კრეატორების წუხილი საავტორო უფლებების შესახებ — იმაზე, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავი AI ქურდობებისგან, თუმცა მალევე გამოჩნდა Nightshade-ის ხელსაწყოც… ჩიკაგოს უნივერსიტეტის გუნდმა გასულ ოქტომბერს შემოგვთავაზა. ეს არის აპლიკაცია, რომელმაც უნიკალურ გზას მიაგნო, რათა ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევრები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელების არაავტორიზებული გამოყენებისგან დაიცვას. ახლა კი ეს ხელსაწყო უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა!

აპლიკაცია იდეალურ გამოსავალს სთავაზობს კრეატორებს, რომლებიც თავიანთი ნამუშევრების უნებართვოდ გამოყენებაზე წუხან. ინსტრუმენტს მანქანური სწავლების მოდელებში არაპროგნოზირებადობის დონე შეაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წამლავს ხელოვანის ნამუშევარს სურათის პიქსელების შეცვლით ისე, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა ვერ შეძლოს ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რას გვთავაზობს სურათი.

 

საინტერესოა ისიც, რომ Nightshade იდეალურად ერწყმის ჩიკაგოს მკვლევრების მიერ შემუშავებულ კიდევ ერთ Glaze-ის ხელსაწყოს. იგი უკვე თავდაცვით პოზიციას გთავაზობთ და ნამუშევრებს მიმიკური შეტევებისგან იცავს. ორივე ერთად კი საშუალებას გვაძლევს, თავი მშვიდად ვიგრძნოთ, როცა საქმე ჩვენი AI ნამუშევრების გამოყენებას ეხება.

Mac 40 წლის გახდა: როგორ შეცვალა რევოლუციურმა მიდგომამ კომპიუტერები?

უდიდესი ბედნიერებაა, როცა მესმის: ეს „ეიას“ ჩანთა იქნება“