in

Lenovo-ს ახალი ფუნქციით მომხმარებლები ონლაინ შეხვედრიდან შეუმჩნევლად გავლენ

Briano.ai
Briano.ai

თუ შეხვედრებზე ვიდეო აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩართული, ეს იმას ნიშნავს, რომ დროებით გამოსვლას, სხვებისთვის მიზეზების ახსნის გარეშე, ვერ შეძლებთ. ეს პროცესსაც აფერხებს და არც ისე კომფორტულია… ამიტომ ახლა Lenovo მეტად მარტივ გზას ქმნის — თქვენს 3-წამიან ვიდეოს ჩაწერს, რომელსაც მანამდე აჩვენებს, სანამ დაბრუნდებით. ყველაფერი კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხდება და ვერც თქვენს გასვლას შეამჩნევს ვინმე…

Lenovo-ს Windows-ზე მენიუს სახით გვერდითი ჩანართი ექნება, რომელსაც AI Now-ს სახელით გვაცნობს. მას, ბუნებრივი ენის საპასუხოდ, ფუნქციების გააქტიურება და სისტემის პარამეტრების ცვლილება შეუძლია. შეხვედრისგან თავის დასაღწევად მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა აკრიფონ I’am leaving, შემდგომ კი დადასტურების ღილაკს დააჭირონ. აქვე გამოჩნდება კიდევ ერთი ღილაკი, რომელიც 3-წამიანი ვიდეოს გამორთვის საშუალებას მოგცემთ. 

თუმცა ამ იდეას სრულად ლენოვოს ვერ მივაწერთ, რადგან Zoom-ის მომხმარებლებმა წლების წინ მიაგნეს ონლაინ შეხვედრებისგან თავის დაღწევის ანალოგიურ გზას — ჩაწერეს ვიდეოები და ფონად გაუშვეს… მიუხედავად ამისა, ლენოვოს ვერსია უფრო მარტივია, სწორედ ამიტომ წარადგინეს CES 2024-ზეც. კომპანიას სურს, გვაჩვენოს, როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს კომპიუტერით რაღაცების ისე გაკეთებაში, რომ ამისთვის კომპლექსურ მენიუებში შესვლა არ დასჭირდეთ.

ამავე მიზნით, Lenovo წარმოგვიდგენს, როგორ შეუძლია AI Now-ს Dark Mode-ზე გადასვლა, ანუ სისტემის პარამეტრების შეცვლა მიღებული მოთხოვნების კომპიუტერში დამუშავებით. ფუნქციის ჩაშვება ჩინეთში რომ იგეგმება, ეს უკვე ვიცით, თუმცა როდის გახდება AI Now ხელმისაწვდომი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის, ჯერ ბუნდოვანია…

ნიუ-იორკში, AD+AI-ის სიმპოზიუმზე ნათია გოგოთიძისა და თამარ სულაქველიძის სტუდენტური პროექტი გამოიფინა

ემოციური ინტელექტის მაგალითი Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორისგან