in

AI რეკლამირების ახალ ეპოქას გვთავაზობს?!

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კონტენტთან ერთად, რეკლამირებაში ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის ახლა იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა… აქ შემდეგი კითხვაც ისმის: შემთხვევით OOH რეკლამირების ახალ ეპოქაში ხომ არ ვაბიჯებთ?!

შემოქმედებითი ხელმძღვანელი ანდრეს რეიზინგერი სწორედ ამას გვიმტკიცებს — მისი რბილი და რაღაც არაამქვეყნიური ინსტალაციები საცხოვრებელი სახლებისა და მაღაზიების ფასადებზე შეგხვდებათ ისეთ ქალაქებში, როგორებიც მილანი, მიუნხენი და დუბაია. მართალია, ეს მხოლოდ სოციალურ მედიაში ხდება, მაგრამ დამთვალიერებლებს მაინც უჭირთ რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გარჩევა.

თავად დიზაინერი კი საკუთარი ნამუშევრების კლასიფიკაციაზე უარს ამბობს და უბრალოდ რაღაც წარმოსახვითის ხელშესახებთან გაერთიანებად აღწერს.

მე ციფრული ხელოვანი და დიზაინერი ვარ, ვქმნი ნამუშევრებსა და ინსტალაციებს, რომლებიც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროს შორისაა. საერთოდ მნიშვნელოვანია იგი ხელშესახებია თუ არა?! ის მოქმედებს და შთაბეჭდილებას ტოვებს, გემოვნებას აყალიბებს და ხდება იმ ინდივიდების ნაწილი, რომლებმაც ნახეს, — აცხადებს რეიზინგერი.

თუმცა იმის გამო, რომ AI-ის ნამუშევრები თითქმის არ განსხვავდება რეალურისგან, რეიზინგერი რეკლამის განმთავსებლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. თანაც, მის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს განიხილავს — ეს მეტი კრეატიულობისა და ინოვაციურობის, დასამახსოვრებელი კამპანიების გაშვების, კომპლექსური იდეების შესწავლისა და ემოციების გაღვივების შესაძლებლობაა. უარყოფით მხარედ კი არასწორ ინფორმაციებს, დაბნეულობას, ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ნდობის ნაკლებობას ასახელებს. აქვე, ბალანსის სახით გამოსავალსაც გვთავაზობს…

EA Sports FC-მა ახალი ვიზუალური იდენტობა წარმოადგინა

სააღდგომო ბაზრობა და სახალისო აქტივობები ბაზარი ორბელიანზე