28
May
2019

დუეტი ხელოვნურ ინტელექტსა და ევროვიზიის გამარჯვებულს შორის – „ჰიმნი“, რომელიც AI-მ დაწერა

28 May 2019

Alta
Alta


აქვთ, თუ არა ევროვიზიის სიმღერებს საერთო დნმ-ი? მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზიის კონკურსისთვის სიმღერები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ იწერება და ეს წელს უკვე 64-ედ მოხდა, მაინც შეგვიძლია ამა თუ იმ კომპოზიციაზე ვთქვათ – „ევროვიზიის სიმღერას ჰგავს“. პროგრამისტების, მუსიკოსებისა და ხელოვანების ჯგუფი (ORACLE UK) შეეცადა ევროვიზიის ათასობით სიმღერის ანალიზის საფუძველზე და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კონკურენცია გაეწია იმ კომპოზიტორებისთვის, რომელთაც აქამდე, ევროვიზიის კონკურსისთვის სიმღერა დაუწერიათ. როგორ გამოუვიდათ, თვითონ განსაზღვრეთ.

სიმღერა სახელად Blue Jeans & Bloody Tears მთლიანად ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. მთლიანადში ვგულისხმობთ როგორც სიმღერის ტექსტს, ასევე, მუსიკასა და შესრულებას. ეს არის დუეტი ხელოვნურ ინტელექტსა და ევროვიზია 1978-ის გამარჯვებულს – იზარ კოენს შორის. Blue Jeans & Bloody Tears გვიყვება იზარ კოენისა და ხელოვნური ინტელექტის სიყვარულის ამბავს…

ალგორითმმა ათასობით სიმღერა დაამუშავა და მათზე დაყრდნობით, ათასობით ახალი ჟღერადობა შექმნა, რომლიდანაც მუსიკის შესაქმნელად რამდენიმე შეარჩიეს. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ Blue Jeans & Bloody Tears ევროვიზია 2019-ის არაოფიციალურ ჰიმნად იქცევა.

განხილვა