in

AI-ზე ორიენტირებული ახალი პოზიციები მარკეტინგში

Hubspot-ის ერთ-ერთი უახლესი გამოკითხვის თანახმად, მარკეტინგის ხელმძღვანელთა 62%-მა და ბიზნესლიდერების 66%-მა უკვე დაიქირავა ახალი თანამშრომლები, რომლებიც საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის/ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. ამ სტატიაში გიამბობთ, თუ რა ახალი როლებია მარკეტინგში.

AI ტრენერები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მარკეტინგულ სტრატეგიაში ინტეგრირებული იყოს ხელოვნური ინტელექტი. თუმცა, თუ ტექნოლოგია ახალია კომპანიისთვის ან ბრენდისთვის, შესაძლოა გუნდში არ აღმოჩნდეს არცერთი თანამშრომელი, რომელმაც იცის როგორ ასწავლოს AI-ის გამოყენება. ამიტომ, მარკეტინგისა და ბიზნესის ბევრი ხელმძღვანელი ქირაობს ადამიანებს ტექნოლოგიის მოსამზადებლად. მაგალითად, ქვემოთ მოცემულია Scale AI-ის ვაკანსიები იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწოდება AI ტრენინგი მარკეტინგის ექსპერტებისთვის.

AI გამოცდილების მქონე კრეატორები

მარკეტინგისა და ბიზნესის არაერთი ხელმძღვანელი მიმართავს მწერლებს, რომლებიც კომფორტულად იყენებენ AI-ს, რათა გაამარტივონ წერის პროცესი და დროულად აწარმოონ კონტენტი. მაგალითად, Cyberfunnels-ის ვაკანსიების მოთხოვნებში ხშირად წერია, რომ საჭიროებენ კოპირაიტერს AI გამოცდილებით.

ამ სპეციალისტების პასუხისმგებლობა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას ქოფის წერის პროცესის გასაუმჯობესებლად, მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ინფორმაციის გენერირებისთვის და კონტენტის პერფორმანსის გაუმჯობესებისათვის. გასაკვირი არ არის, რომ მარკეტინგული საქმიანობები, როგორიცაა კონტენტისა და ქოფის წერა, ფოკუსირებულია ისეთ AI ინსტრუმენტებზე, როგორიცაა ChatGPT. გამოკითხვაში მარკეტერების 45%-მა აღნიშნა, რომ იყენებენ გენერაციულ AI-ს თავიანთი კონტენტის შექმნისას. გარდა ამისა, მარკეტერთა 69%-მა თქვა, რომ გენერაციული AI მნიშვნელოვანია მათი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიისთვის.

AI-ის მცოდნე ციფრული მარკეტერები

ციფრული მარკეტინგი ათწლეულებია არსებობს, თუმცა ამჯერად, ეს სფერო ითხოვს, რომ სპეციალისტები AI-ს გამოყენებას სათანადოდ ფლობდნენ. მაგალითად, Miller’s Ale House ეძებს მარკეტინგის უფროს მენეჯერს, რომელიც მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციას ზრდის სტიმულირებისთვის გამოიყენებს.

Hubspot-ის გამოკითხვის თანახმად, მარკეტერთა 45% იყენებს გენერაციულ AI-ს, მონაცემების ანალიზისა და რეპორტინგისას. ამდენად, დიდი შანსია, რომ მარკეტინგის მენეჯერის უფრო მეტი პოზიციის შემთხვევაში ეძებდნენ ისეთ მარკეტერებს, რომლებიც კომფორტულად იყენებენ AI-ს, მონაცემთა ეფექტურად შეგროვებისა და ანალიზისათვის.

მთლიანობაში, მარკეტერები სათანადოდ უნდა გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის/ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა თავიანთ ინდუსტრიაში და სამუშაო ბაზარზე. საბედნიეროდ, ციფრულ სივრცეში რესურსები ხელმისაწვდომია მარკეტინგის ინტელექტუალური ინტელექტის შესახებ განათლებისა და უნარების გასაუმჯობესებლად.

წყარო: Hubspot

Spotify-ს ახალი ფუნქცია Daylist ემატება — „სიმღერები მთელი დღისთვის“

5 გზა გადადებული საქმეების შესასრულებლად