in

ახალი AI ტექნოლოგია ადამიანის ფიქრებს გამოსახულებებად გარდაქმნის

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას შეუძლია, გამოსახულებები ადამიანის ტვინის ტალღების წაკითხვის შედეგად შექმნის. Radboud University-ის მკვლევარების მიერ შექმნილი fMRI სკანერი, რომელიც არის ტვინის კითხვის არაინვაზიურ მოწყობილობას წარმოადგენს, გონების სკანირებაში იღებს მონაწილეობას.

ეს ყველაფერი ტვინში სისხლის ნაკადის ცვლილების ანალიზის საფუძველზე ხდება შესაძლებელი. fMRI კი ტვინს ასკანერებს და მხედველობაზე პასუხისმგებელ ნეირონებს ეძებს. შეგროვებული მონაცემები AI კომპიუტერში იგზავნება, რომელიც ინფორმაციას აფასებს და შესაბამის ვიზუალურ გამოსახულებას ქმნის.

ქვემოთ მოცემული “STIM” სვეტში რეალური სუბიექტები არიან წარმოდგენილნი, ხოლო პირველ და მეორე სვეტებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეკონსტრუქცია.

იმისთვის, რომ AI-ს ესწავლებინა ამ სურათების შექმნა, აპარატი მიმაგრებული იყო ადამიანის თავზე, როდესაც ის აქტიურად უყურებდა სხვადასხვა ადამიანის სურათების შერჩეულ ჯგუფს. AI-მ შეისწავლა ეს აზრები და შემდეგ შეძლო მათი ამოცნობა, როდესაც სუბიექტს ადრე ნანახი ადამიანების სახეების წარმოდგენა სთხოვეს. შედეგად, სახეების თითქმის ზუსტი ასლები მიიღეს.

პორტრეტები პაწაწინა წერტილებისგან შედგება, რომელთაგან თითოეული ითარგმნება, როგორც კომპიუტერის კოდი — მას სისტემა თავად ირჩევს, როდესაც ადამიანი სახეზე ფიქრობს. კვლევის მონაწილე ტირზა დადომ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო ხელოვნური ინტელექტის გონების წაკითხვის სწავლებაში. მკვლევრები საბოლოოდ იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგიას მხედველობადაქვეითებული ადამიანების სამკურნალოდ განავითარებენ.

ეფექტური E-mail მარკეტინგის 6 ხელსაწყო

საქართველოს ბანკის ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი