in

საავიაციო სექტორი „AI პილოტების“ მოლოდინშია

ალბათ, თვითმფრინავით ფრენისას ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომფორტს იმის ცოდნა წარმოადგენს, რომ მას ორი პროფესიონალი მართავს. პილოტებს ხომ შესაბამისი უნარები თუ შესაძლებლობები გააჩნიათ და საჭირო ტრენინგებსაც გადიან, რათა ნებისმიერ რთულ სიტუაციას გაუმკლავდნენ.

თუმცა, შესაძლოა, მომავალი განსხვავებული იყოს

ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია თითქმის ყველა ინდუსტრიას შეეხო, მაგრამ რამდენად ვართ მზად იმისთვის, რომ AI სისტემები თვითმფრინავებშიც დავნერგოთ?

Emirates-ის პრეზიდენტმა, ტიმ კლარკმა, CNBC-სთვის მიცემულ ანგარიშში განაცხადა, რომ AI დიდ გავლენას იქონიებს საავიაციო სექტორზე. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი მალე მიაღწევს იმ ეტაპს, როდესაც თანაპილოტის საჭიროებას არა მხოლოდ გააქრობს, არამედ მის ადგილსაც დაიკავებს.

თეორიულად, ეს კარგ გზად ჟღერს ეკიპაჟის დეფიციტის დასაძლევად და შეიძლება, უკეთესი ეკონომიური მიდგომაც იყოს. უბრალოდ, ამ გადმოსახედიდან ჯერ კიდევ რთული წარმოსადგენია, რამდენად ჩასხდებიან მგზავრები ისეთ თვითმფრინავში, რომელიც ნაწილობრივ ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.

თუმცა გამოსარიცხი მაინც არაფერია. Interesting Engineering აღნიშნავს, რომ 1950-იან წლებში თვითმფრინავის ეკიპაჟი სულ ხუთი წევრისგან შედგებოდა: ორი პილოტი, ნავიგატორი, ფრენის ინჟინერი და რადიოოპერატორი. ეს იყო ცალკეული სამუშაო, რომელიც საბოლოოდ ტექნოლოგიურმა წინსვლამ ჩაანაცვლა — ამჟამად ფრენის პროცესის დიდ ნაწილს კომპიუტერები ახორციელებს და უმეტეს შემთხვევაში, თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმშია. აქედან გამომდინარე, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ AI ერთი ან ორივე პილოტის ადგილს დაიკავებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ ბევრი საეჭვო ფაქტია და პილოტები სკეპტიკურად უყურებენ იდეას. ფიქრობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი კვლავ იქნება საჭირო რთულ სიტუაციებში თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასაშვებად…

ასტრონომებმა დააფიქსირეს, როგორ „ყლაპავს“ ვარსკვლავი პლანეტას

რამდენად ესადაგება ერთმანეთს თქვენი რეალური და თანამშრომლების მიერ აღქმული სტრატეგია?