ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე დაგვარწმუნა, რომ ყველა სფეროში შეუძლია ინოვაციური ძალისხმევის გამოვლენა — ხელოვნებით დაწყებული, ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დასრულებული. ახლა კი დიდ ჩამონათვალს Lockheed Martin-ისა და აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი პროექტი შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც, VISTA X-62A თვითმფრინავს AI მართავდა.
სიმულაციური ტესტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პროგრამას შეუძლია, თავდაპირველად თვითმფრინავის სხვადასხვა მახასიათებლის შესრულება შეუძლია — წინასწარი ანალიზისთვის. ხოლო ამჯერად AI-მ პილოტის როლი შეითავსა. პროექტის მთავარი მიზანი კი ერთ მშვენიერ დღეს თვითმფრინავების ავტონომიური მგზავრობაა… ცხადია, აღნიშნული ტესტირება ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ამ მომავალთან (თუკი ოდესმე დადგა ეს რეალობა).
ამასთან, Lockheed Martin-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „AI ჩართულია ტაქტიკურ საჰაერო ფრენაში“. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჰაერო ძალების ფლოტის შენარჩუნება, შეიძლება, საკმაოდ ძვირადღირებულ პროცესებთან იყოს დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტზე.











