ხელოვნური ინტელექტის ახალმა ინტერპრეტაციამ უამრავი კითხვა გააჩინა, რომლებზეც პასუხი ჯერ არ ჩანს… ჩინეთის ჰეფეის ეროვნულმა სამეცნიერო ცენტრმა პროგრამის შესახებ Weibo-ზე, ქვეყანაში სიდიდით მეორე სოციალურ პლატფორმაზე, განაცხადა, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტი პარტიების მშენებლობას გააძლიერებს…
ჩინეთის კომუნისტური პარტიის იუბილეს წინ ჰეფეის ცენტრში აცხადებდნენ, რომ მათი ახალი პროგრამა „პრობლემას“ შეამსუბუქებდა და პარტიის წევრების საქმიანობის ხარისხის გარანტი იქნებოდა. კონკრეტულმა ხელოვნურმა ინტელექტმა პარტიის წევრების ლოიალობაც კი შეიძლება განსაზღვროს.
„ეს მოწყობილობა ჭკვიანი იდეოლოგიის მსგავსია, AI-ს სახის გამომეტყველების, EEG-ს კითხვისა და კანის გამტარობის ინტეგრაციისთვის ვიყენებთ, რაც იდეოლოგიური და პოლიტიკური განათლების კონცენტრაციის, აღიარებისა და ოსტატობის დონის დადგენას შესაძლებელს ხდის, რათა მისი ეფექტურობაც უკეთ გავიგოთ“, — ვკითხულობთ Weibo პოსტში.
კონკრეტული აღჭურვილობა ტვინის ტალღების წაკითხვისა და სახის სკანირების ანალიზით გამოიცადა, სანამ სუბიექტები სტატიებს CCP-ის შესახებ კითხულობდნენ. შემდეგ კი ლოიალობის ქულით ფასდებოდა.
ეს ამბავი თქვენთვის საგანგაშოც შეიძლება იყოს, რადგან გონების წამკითხავი პოლიტიკური ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობის კონცეფცია, რომელიც პარტიისა და ქვეყნისადმი ლოიალობას ამოწმებს, უფრო „1984“-ს ჰგავს, ვიდრე 2022-ს…
რა თქმა უნდა, ჩინეთს ამ საშინელ ხელოვნურ ინტელექტზე მონოპოლია არ აქვს. თუმცა ფაქტია, რომ AI ჩვენს ცხოვრებაში ინვაზიური თუ ტოტალიტარული გზებით შემოიჭრა. იქნება ეს პოლიციის სახის ამოცნობის სისტემა, ახალი ალგორითმი, რომელსაც დანაშაულების „წინასწარმეტყველება“ შეუძლია და სხვა დისკრიმინაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემები.
დიახ, AI-ს შემუშავება, რომელიც ჩვენს ბიოლოგიურ მონაცემებს ქვეყნისა და ერისადმი ლოიალობის დასადგენად იყენებს, პოლიტიკური რეპრესიების შესანიშნავ ინსტრუმენტს ჰგავს…