in

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც წესების გარეშე თამაში შეუძლია

veon
veon

DeepMind-მა, ხელოვნური ინტელექტის ბრიტანულმა კომპანიამ, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათლად დაემტკიცებინა ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობები. ალბათ, ჩვენ უკვე ყველანი მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ AI-ზე დაფუძნებულ მოწყობილობას შესაბამისი დავალების იდეალურად შესრულება შეუძლია… თითქოს, აღარ გვაოცებს ის ფაქტი, რომ კომპიუტერი გვეთამაშება ჭადრაკს და თანაც, გვიგებს ხოლმე.

ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტის უდიდეს კომპანიასაც რაღაც ინოვაციური სიახლე სჭირდებოდა… ამბიციებმა და სურვილებმა კი აი, სანამდე მიიყვანა კომპანია – გარდა იმისა, რომ AI-ს შეუძლია, გვეთამაშოს ნებისმიერი სახის თამაში, იგი ასევე ყოველგვარი წესების სწავლების გარეშე შეძლებს თამაშში საკუთარი “როლის შესრულებას”.

როგორც კომპანია განმარტავს, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს გარკვეულ ჩარჩოებს უწესებ, მას უფრო ფართო, თავისუფალი “აზროვნებისთვის” სივრცე არ რჩება და რთულია რეალურ, ქაოტურ სამყაროში ბუნებრივი ადაპტაცია.

ექსპერიმენტის ფარგლებში კომპანიის დიდ მიღწევას წარმოადგენს MuZero, რომელმაც ყოველგვარი ძირითადი წესებისა და ადამიანთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე შეძლო წარმატებით თამაში. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს!

ნაცვლად წესების გამოყნებისა (რადგან მას არ აქვს არც ერთი მათგანი), MuZero ისწავლის თამაშის გარემოს ყველა ასპექტის გათვალისწინებას, თვითონ აკვირდება, რა არის მნიშვნელოვანი და რა-არა. მილიონობით თამაშზე ის სწავლობს არა მხოლოდ წესებს, არამედ პოზიციის ზოგად მნიშვნელობას, წინსვლის ზოგად პოლიტიკას და საკუთარი მოქმედებების შეფასებას.

თამარა ქლიბაძე – #პირველისამსახური

განსაკუთრებული ჩანთა თოვლის კაცისთვის