in

რეჟისორმა AI პროგრამებით ფილმი გადაიღო!

კინოსამყარო ახალ პროფესიონალებს მიესალმება: ხელოვნური ინტელექტის მქონე რეჟისორებს… დამწყები კინორეჟისორი ხელოვნური ინტელექტის უნარს ავლენს, რათა შექმნას მთლიანი ფილმი, თუმცა იგი მხოლოდ გენერაციულ ხელოვნების მოდელებს ეყრდნობა. 

ტექნიკის მეწარმე ფაბიან შტელცერი 70-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს, სახელწოდებით Salt, წარმოგვიდგენს. ხელოვნური ინტელექტის მოდელებს იყენებს, რათა განავითაროს ყველაფერი, დაწყებული პეიზაჟებით, ვიზუალური ეფექტებითა და პეიზაჟებით, დამთავრებული ხმებით. შტელცერის ხედვის გასაცოცხლებლად კი ისეთი პროგრამები გამოიყენება, როგორებიცაა DALL-E 2, Midjourney, Murph და Stable Diffusion. კინორეჟისორი უბრალოდ აღწერს, რა სურს, რაშიც შედის ის, თუ როგორი იქნება სცენა, რას აკეთებენ პერსონაჟები ან როგორი უნდა იყოს აუდიო. 

ფილმში ორი კოსმოსის მოგზაურია ნაჩვენები, რომლებიც მარილის მსგავსი ნივთიერებით სავსე სამყაროში აღმოჩნდებიან, საიდანაც ფილმის სახელიც მომდინარეობს. თუმცა სცენარის დაწერის პროცესი სტანდარტულისგან დიდად განსხვავებული იყო — კინორეჟისორი ამაში ტვიტერის მომხმარებლებს იხმარებდა და მათ საშუალებას აძლევდა, სცენარის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიეღოთ. მას სურს, სხვადასხვა ტიპის ეპიზოდები შექმნას, რათა სხვადასხვა აუდიტორიას მოერგოს. 

ამჟამად კი, ხელოვნური ინტელექტის მოდელებს მოძრავი სცენების შექმნა არ შეუძლია. როგორც ასეთი, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფილმი ერთმანეთთან დაკავშირებული უძრავი კადრების სერიაა… ამას გარდა, შტელცერი მარილისა და სითხის მოძრაობისთვის დამატებით სისტემასა და ვიდეო რედაქტირებას მიმართავს. 

საინტერესოა ისიც, რომ AI ხელოვნების დანერგვას ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნევენ, რომელიც ისეთივე გავლენიანი უნდა იყოს, როგორც თავის დროზე ფოტოგრაფია. Salt-ის შექმნით კი, შტელცერი იმედოვნებს, რომ საკუთარი ფილმების გადაღებას უფრო მეტ ადამიანს შთააგონებს და კინოინდუსტრიას ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომსაც გახდის. 

1 ოქტომბერს, ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

როგორია 2022 წლის სარეკლამო ტექნოლოგიები