in

კანის საერთაშორისო ფესტივალზე AI Prompt Battle გაიმართება

ხუთშაბათს, 20 ივნისს, კანის საერთაშორისო ფესტივალზე AI Prompt Battle გაიმართება. ამ უკანასკნელში Getty Images-ის, Nvidia-სა და TikTok-ის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას — ისინი შემოქმედებით უნარს გამოავლენენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოსახულების გენერაციის მიმართულებით. ხოლო დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ დროში ადევნონ თვალი მთელ ამ პროცესს.

თითოეული კონკურსანტი შეეცდება, ყველაზე მომხიბვლელი ვიზუალი შექმნას Getty Images-ის ინსტრუმენტის, Generative AI-ის გამოყენებით. ის Nvidia Edify მოდელის არქიტექტურაზეა აგებული და პლატფორმის საუკეთესო, კრეატიულ კონტენტს უახლეს AI ტექნოლოგიასთან აკავშირებს. მის გასაწვრთნელად სხვა ვებგვერდებზე განთავსებული ფოტომასალა არ გამოუყენებიათ.

თავის მხრივ, აუდიტორია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ამ შეჯიბრში: დამსწრეებს საშუალება ექნებათ, საუკეთესო გამოსახულებას მისცენ ხმა.

უქომაგე საქართველოს! უქომაგე ჩვენებს! – „ხალიკ ბანკი საქართველოს“ ანიმაციური ვიდეორგოლი

We’re back, baby! — Voyager 1 დაბრუნდა