in ,

AI ყურსასმენი შეხვედრების რეალურ დროში თარგმნასა და ტრანსკრიფციას გთავაზობთ

თუ AI ეპოქაში ვცხოვრობთ, ჭკვიან მოწყობილობებსაც მოუწევთ მათი ინტელექტის დამტკიცება… RecDot-ის ყურსასმენებიც სწორედ ამას აპირებს, ოღონდ უბრალო მოწყობილობა არ გეგონოთ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ფუნქციები აქვს. სრულად გარდქმნის იმ გზებს, რომლითაც AI ჩვენს ყოველდღიურობაში აბიჯებს, თანაც არაფრის შეცვლას გვთხოვს… 

ამაში RecDot-ის FlashRecord ფუნქციაც დაგარწმუნებთ — საშუალებას გაძლევთ, ჩაწერა შეხებისადმი მგრძნობიარე არეალზე მარტივი, ხანგრძლივი დაჭერით დაიწყოთ, აპლიკაციის გაშვებისა თუ Bluetooth-ის გარეშე. ყურსასმენები ჩანაწერს ადგილობრივად ინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამკვეთთან მნიშვნელოვანი ზარი, ბრეინშტორმინგის სესიები თუ სხვა რამ ჩვეულებრივ შეგიძლიათ ჩაწეროთ ისე, რომ ტელეფონის ბატარეის ამოწურვაზე არ იდარდოთ.

ნამდვილი მაგია კი მაშინ ტრიალდება, როცა ჩანაწერების სინქრონიზაციისას Viaim-ის ხელოვნური ინტელექტის დამუშავებით ნედლი აუდიო ქმედით ინტელექტად გარდაიქმნება. სისტემა რეალურ დროში ტრანსკრიფციას 16 ენაზე ახორციელებს. რაც ყველაზე მთავარია, იმდენად კარგად იაზრებს კონტექსტს, რომ თქვენივე ჩანაწერებიდან მნიშვნელოვანი საქმეების სია ან შეხვედრის შეჯამება შეუძლია, შემოგთავაზოთ. ასე კი AI თარგმნისა თუ ტრანსკრიფციის სერვისების ფუნდამენტური პრობლემა გვარდება, რომელთაც მეტწილად ინფორმაციის სიღრმისეულად გაგება უჭირს. 

მეტიც, RecDot-ის ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ გეუბნებათ, რა ითქვა, არამედ გეხმარებათ იმის გააზრებაში, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პასიურ ჩანაწერებს აქტიური სამუშაო პროცესის ინსტრუმენტებად აქცევს. ამასთან, ტრანსლაციის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ბმულის საშუალებით გაიაროთ შეხვედრების ტრანსკრიფციები, რითაც თანამშრომლობისთვის იდეალურ ინსტრუმენტად წარმოგვიდგება. 

RecDot 9 საათის მანძილზე უწყვეტად მუშაობს, დამტენი ქეისი კი ამ მაჩვენებელს 36 საათამდე ზრდის. ამ დროისთვის ამაზონზე ფასი 199 დოლარია. 

მოკლედ რომ ვთქვათ, იმ დროს, როცა AI პროდუქტების უმეტესობა პრობლემებისთვის გამოსავალს ეძებს, RecDot რეალურად არსებულ მტკივნეულ წერტილებს პოულობს პროფესიულ კომუნიკაციაში და მათ საკმაოდ მარტივად მიმართავს. მომხმარებლებს კი დღეს სწორედ ეს სურთ…

იფიქრეთ, როგორც ჟურნალისტმა, თუ გსურთ, რომ თქვენი ამბავი გაშუქდეს

6 ახალი უცხოური ფონტი წამყვანი სააგენტოებისა და დიზაინერებისგან