in

AI-მ რემბრანდტის შედევრი 5.6-ტერაბაიტიან მონაცემად აქცია

შედეგად, ბევრი, აქამდე უცნობი დეტალი გამოიკვეთა

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ხელოვნების გენიალური ნიმუშით ტკბობა? ან მისი 717 000 000 000 პიქსელზე ნახვა… გასულ კვირას Rijksmuseum-მა რემბრანდტის “ღამის გუშაგის” ულტრა მაღალი გარჩევადობის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შეიქმნა.

სიუჟეტის მიხედვით, 1600-იან წლებში რემბრანდტს ამსტერდამის სამოქალაქო გვარდიამ დაავალა, ფართომასშტაბიანი ზეთის სურათი შეესრულებინა. კომპოზიცია 32 პერსონაჟისგან შედგება და მხატვარმა მასზე მუშაობა 1642 წელს დაასრულა. უკვე 1715 წელს კი სურათი ქალაქის მერიაში გადაიტანეს. ამ დროს რემბრანდტი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და მისი ხელმძღვანელობის გარეშე კურატორებმა გადაწყვიტეს, რამდენიმე ცვლილება შეეტანათ ნამუშევარში…

საბედნიეროდ, Rijksmuseum-ის რესტავრაციის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ფორმა გამოიყენეს, რომელიც ცნობილია, როგორც ნერვული ქსელები. მისი მეშვეობით, დაკარგული ნაწილების აღდგენა გახდა შესაძლებელი. ალგორითმების კიდევ ერთი ნაწილი კი მკვლევრებს დაეხმარა, მხატვრის სტილისთვის მაქსიმალურად მიებაძათ.

ორწლიანი პროცესის მსვლელობისას, სპეციალისტებმა საგულდაგულოდ დაფარული საიდუმლოებები აღმოაჩინეს. მინერალების გამოსახულებამ და სკანირებამ  კალციუმის, სპილენძის, დარიშხანისა და რკინის კვალს მიაგნო. ამან კი რემბრანდტის გარკვეული ჩანახატები და შეცდომები გამოავლინა. ასევე, ექსპერტებმა ისაუბრეს დეტალებზე, რომლებიც გარემო ფაქტორების გამო გაქრა — მათ შორისაა კვამლი.

როდესაც რესტავრაცია საბოლოოდ დასრულდა, გუნდმა 100 მეგაპიქსელიანი HD კამერით 8 439 ფოტო გადაიღო. ყოველ მათგანს ფერის კორექტირება ჩაუტარდა და, დამატებითი ალგორითმების გამოყენებით, ერთად იქნა შეკრებილი. Rijksmuseum-ის ვებგვერდზე განთავსებული ლაზერული სიმკვეთრის შედეგი მნახველს შეუძლია, თითოეული 0.0005 მილიმეტრიანი, მაღალი გარჩევადობის კვადრატი გაადიდოს.

სააგენტოს თანახმად, სურათი 717 მილიარდი პიქსელისგან შედგება და 5.6 ტერაბაიტიან მონაცემს წარმოადგენს. ეს კი მას ხელოვნების ნიმუშის ყველაზე დიდ და დეტალურ ფოტოდ აქცევს. თავის მხრივ, ეს კურატორებს, ისტორიკოსებსა და ნერვულ ქსელს შესაძლებლობას აძლევს, რემბრანდტის მუშაობის მრავალი ასპექტი გააცნობიერონ.

ახლა კი ვნახოთ, გამოიყენებენ თუ არა NFT-ის შემქმნელები ამ ტექნოლოგიას საკუთარი ვირტუალური გალერეებისთვის.

UFC – ში 2022 წელს “აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე გახსნის!

The Litra Glow — ხელოვნური განათება ახალი შესაძლებლობებით