in

ხელოვნური ინტელექტი გვასწავლის, როგორ ვხატოთ რემბრანდტის სტილში

შეიძლება თუ არა, AI-ის მიერ შექმნილი პორტრეტი ავთენტურად ჩაითვალოს?

წლების განმავლობაში კურატორები ცდილობდნენ, უახლესი ტექნოლოგია გამოეყენებინათ, რათა თანამედროვე საზოგადოებისთვის მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება გაეცნოთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჰოლანდიელი მხატვარი რემბრანდტ ვან რეინი. ზოგიერთმა კურატორმა სმარტფონში Snapchat-ის ფილტრების მსგავსი პროგრამებიც კი გამოიყენა, რათა ჰოლანდიის ოქროს ხანის შედევრები კიდევ უფრო რეალისტური გამხდარიყო.

M2
M2

“ჩვენი სურათები ღამით ცოცხლდება!” – წერს ამსტერდამში მდებარე Rijksmuseum, სადაც რემბრანდტის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი ინახება. XVII საუკუნის პორტრეტების უმეტესობა სწორედ მაყურებელს უყურებს თვალებში, მაგრამ ახლა, Deepfake ტექნოლოგიის მეშვეობით, ისინიც ახამხაბენ თვალებს და მოძრაობენ. ეს, რბილად რომ ვთქვათ, შემზარავია.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მაცდურ მარკეტინგულ კამპანიებს ემსახურება, ისინი მეცნიერულად სულაც არ არის გადამწყვეტი. თუ ხელოვნებასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის კავშირის შესწავლა გვსურს, სხვა, უფრო რთულ კვლევით პროექტებს უნდა მივმართოთ, რომლებშიც რემბრანდტი პირად საცდელ სუბიექტად გამოიყენება.

2014 წელს Microsoft-ის მონაცემთა მეცნიერთა ჯგუფი ხელოვნური ინტელექტისა და 3D ბეჭდვის ექსპერტებთან გაერთიანდა, რათა კომპიუტერული პროგრამა შეექმნა. ამ უკანასკნელს შეუძლია, რემბრანდტის მსგავსი სურათი მისივე სტილში შექმნას. პროექტი სახელწოდებით, “შემდეგი რემბრანდტი”, კონვოლაციურ ნერვულ ქსელზეა დაფუძნებული. ეს არის ხელოვნური ნერვული ქსელის ტიპი, რომელიც გამოსახულების ამოცნობისთვის გამოიყენება.

საბოლოოდ ქსელმა რეალური ობიექტების ფორმისა და ფერის კომბინაციების ამოცნობა ისწავლა. პროგრამა სურათების 67 საერთო მახასიათებელს აანალიზებს – მათ შორის, ცხვირს, ხელებს და თვალებს. შემდეგ კი სხვადასხვა გამოსახულებას 3D ნამუშევრის მისაღებად აერთიანებს.

რემბრანდტის მსგავსად ხატვა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

შეიძლება თუ არა, AI-ის მიერ შექმნილი პორტრეტი ავთენტურად ჩაითვალოს? ეს სადაო საკითხია… ერთი რამ ცხადია, ნამუშევრები არა თუ წარმოსახვისგან, არამედ რემბრანდტის ნაშრომების საფუძველზე იქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ “შემდეგი რემბრანდტი” ისეთი სრულყოფილი არ იყო, როგორსაც გუნდი იმედოვნებდა, პროექტი ნამდვილად დაგვეხმარა, მხატვრისთვის სხვა კუთხით შეგვეხედა. მხატვრის ტილოების დეტალური სამგანზომილებიანი სკანირება აჩვენებს, თუ სად გამოიყენა მან ფუნჯი ყველაზე ძლიერად, სად უფრო მსუბუქად და ა. შ. კანს, ჩვეულებრივ, გლუვი ტექსტურა ჰქონდა, უფრო უხეშ მონასმებს კი ტანსაცმელზე იყენებდა, განსაკუთრებით კარიერის შემდგომ წლებში.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორწლიანმა პროექტმა კიდევ ერთ მცდელობას ჩაუყარა საფუძველი – ეს გენიოსის მიბაძვის უახლესი AI მოდელია. 2019 წელს Rijksmuseum-მა მრავალმილიონიანი რესტავრაციის პროექტი “Operation Night Watch” დაიწყო. ამა წლის დასაწყისში კონსერვატორებმა კომპიუტერული ტექნოლოგია გამოიყენეს საუკუნეების წინ დაკარგული ამავე სახელწოდების ნამუშევრის ნაწილების აღსადგენად.

XVII საუკუნეში პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამსტერდამის მერიას მართავდნენ, აღნიშნული ნამუშევარი შეიძინეს. რადგანაც ის შერჩეულ კედელზე ვერ თავსდებოდა, ცნობილი ტილოს ოთხივე საჭირო ზომაზე მოჭრეს. ამან საერთო ეფექტის სრული ცვლილება და კომპოზიციის რღვევა გამოიწვია. შესაბამისად, რემბრანდტის ჩანაფიქრს ვერ მივადევნებდით თვალს… ამიტომაც, Rijksmuseum-მა თავის უფროს მკვლევარს, რობერტ ერდმანს მოუწოდა, ეს დიდი ხნის წინ დაკარგული ნაწილები ნერვული ქსელით აღედგინა – რემბრანდტის ორიგინალური შედევრი ყველაზე მეტად მიუახლოვდა რეალურს…

მართალია, “შემდეგი რემბრანდტის” მკვლევრებს ძველი ნახატების ხელახლა გამოყენება შეეძლოთ, მაგრამ ერდმანს მოუწია, იმიტაციისთვის მიემართა. რემბრანდტის თანამედროვე გერიტ ლუნდენსმა ორიგინალი ნახატის ასლი გააკეთა, ვიდრე გარე კიდეები ჩამოიჭრებოდა. შედეგად, ერდმანმა ნერვულ ქსელს ლუნდენსის ასლის რემბრანდტისეულ სტილში დახატვა უბრძანა, რაც დაკარგული ნაწილების შესავსებად გამოიყენა.

მანქანათმცოდნეობის სხვადასხვა მეთოდი

პროექტი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ერდმანის ქსელმა ორი განსხვავებული სტილის გარჩება ისწავლა. მან დაასკვნა, რომ ყოველი მხატვრის სტილი უნიკალურია და ეს ცოდნა კონკრეტულ ნამუშევარზე გამოიყენა.

ქსელის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნობიერონ – მაგალითად, ასლის “თარგმნისას”, მოდელმა მხატვრის მდიდარი პალიტრა მუქი ფერებით შეცვალა. ასევე, შუქსა და ჩრდილს შორის კონტრასტი გააძლიერა. ამ ტექნიკას მხატვრობაში “კონტრასტულ შეხამებას” უწოდებენ, რასაც ხშირად მიმართავდა რემბრანდტი.

მას შემდეგ, რაც AI-მ დაკარგული ნაწილები რემბრანდტ ვან რეინის სტილში აღადგინა, ისინი ტილოზე დაიბეჭდა და ორიგინალის ირგვლივ, ფირფიტებზე განთავსდა.

ისტორიაში პირველად გრენლანდიის მწვერვალზე იწვიმა!

ელექტრონული კომერცია საქართველოში – Galt & Taggart-ის კვლევა