in

AI Replace My Ex — ტექნოლოგია, რომელიც ფოტოებში ყოფილ შეყვარებულს სხვა საგნებით ანაცვლებს

veon
veon

ზუსტად ვალენტინობის დღისთვის Piscart-მა აამოქმედა ფუნქცია, რომელიც ფოტოებიდან ავტომატურად შლის ყოფილების გამოსახულებას და მათ „უფრო მიმზიდველი“ საგნებით ანაცვლებს. ასევე, შესაძლებელია ვიზუალური მეტაფორებით ჩანაცვლებაც — იმის მიხედვით, თუ როგორ მოგექცნენ ყოფილი შეყვარებულები.

გამოდის, AI გენერატორების შესახებ ახალი მოსაზრებაც გაჩნდა: „AI Replace My Ex“ და ეს ისეთივე სახალისოა, როგორც ჟღერს. ამასთან, ხელსაწყოს ეფექტურად გამოყენებაც შეიძლება — მაგალითად, არის ფოტოები, რომლებიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ კადრში იმ ადამიანის გამოსახულებაცაა, ვისაც დაშორდით. და აქ მხოლოდ შეყვარებული არ იგულისხმება, არამედ მეგობარი, ნაცნობი ან უბრალო გამვლელი. „Piscart-ის ახალი AI Replace ფუნქციით შეგიძლიათ, შემაწუხებელი ფოტოები სახალისოდ გარდაქმნათ, თანაც სულ რამდენიმე წამში“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მხოლოდ ტექსტის გამოყენებით, შეგიძლიათ, შეყვარებულის ფიგურა ლუდის ან ძაღლის გამოსახულებით ჩაანაცვლოთ. ამჟამად ის iOS მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი და როგორც აცხადებენ, მალე ანდროიდის მომხმარებლებიც მიიღებენ შესაბამის ვერსიას.

„ლიბერთი განათლებისთვის“ – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

გატაცება, რომელიც წინსვლისკენ გვიბიძგებს — Citalis-ის კამპანია