in

როგორ დავწეროთ რეზიუმე AI-ის დახმარებით?

მოგწონთ თუ არა AI, ფაქტია, დასაქმების ბაზარზეც შეიჭრა და რეზიუმეების დაწერასაც მიჰყო ხელი. თუმცა თუ გინდათ, რომ უამრავ რეზიუმეში თქვენი გამორჩეული იყოს, მაშინ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოთ და გავრცელებულ შეცდომებს აარიდოთ თავი. გახსოვდეთ, ადამიანური ინსაითები ამ პროცესს მაინც სჭირდება…

რა გამოსდის AI-ს საუკეთესოდ?

რეზიუმეში ყველაზე ხშირი შეცდომა იმ ფაქტის უგულებელყოფას ეხება, რომ ამ დოკუმენტის დახმარებით დამქირავებელ მენეჯერებზე, რომლებიც სრულიად უცხოები არიან, კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ. რეზიუმეს მკაფიო ფორმატი უნდა ჰქონდეს და უშეცდომოდ უნდა იყოს შედგენილი, რათა უცნობებს კანდიდატის გაცნობის, მათი გაკეთებული საქმეებისა და პოტენციალის დანახვის შესაძლებლობა მიეცეთ. 

AI-ს შეუძლია გავრცელებული, სულელური შეცდომები აგარიდოთ თავიდან, რომლებიც სამსახურის ძიების პროცესს შეაფერხებს. ზოგიერთი ამგვარი პრობლემა კი უბრალოდ AI-სთვის იმის თხოვნით შეიძლება მოგვარდეს, რომ დააფორმატოს ან დააკორექტიროს დოკუმენტი. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს შეუძლია, რეზიუმეში სიტყვების ან ტონის შერჩევაში დაგეხმაროთ, რათა ზუსტად შეესაბამებოდეს იმას, რასაც კონკრეტული კომპანია ითხოვს. 

ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურის შეცვლაზე ან ახალ სფეროში გადასვლაზე ფიქრობენ, AI შესანიშნავი კარიერული მრჩეველია. შეუძლია, ბრეინშტორმინგს მიმართოს და ის პოზიციები შემოგთავაზოთ, რომლებიც თქვენს უნარებს ესადაგება. ვაკანსიების გაანალიზებაც ეხერხება, რათა გაიგოს, რამდენად დაძლევს კანდიდატის რეზიუმე კონკურენციას. 

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ AI-ს რეზიუმეების შესაქმნელად ბევრი ადამიანი მიმართავს, მნიშვნელოვანია, განსხვავებული ადამიანური ინსაითებით გახდეთ.

როდის არის ადამიანების ინსაითები მნიშვნელოვანი?

მართალია, ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ ჯერ მაინც არ შეუძლია კანდიდატის გამოცდილების ისე ასახვა, როგორც ამას ადამიანები გააკეთებდნენ — „ყოველთვის არსებობს ნიუანსები თქვენს სფეროში და იმ გზებში, რომლითაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებებზე საუბრობენ, რომლებსაც AI ვერ დაეწევა“.

ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც ზუსტად აღწერს წინა პოზიციას, სამსახურის მაძიებლის განაცხადის სანდოობაზე აისახება დადებითად. ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამსახურის მაძიებელთა 10% აღიარებს, რომ ისინი რეზიუმეებში იტყუებიან. ექსპერტები კი ამბობენ, რომ საკმაოდ მარტივია რეზიუმეში იმის ამოკითხვა, თუ როდის გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი საკვანძო სიტყვებსა და ტერმინების ჩასასმელად, რადგან რეალურად ამ დონეზე მყოფი ადამიანები ასე არ იქცევიან… 

როგორ გამოვიყენოთ AI?

თუ რეზიუმეს დაწერას ხელოვნური ინტელექტით აპირებთ, მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, რომ მისი პირველი ცდა წარმატებული არ იქნება ვაკანსიაზე, რომელზეც გზავნით, რადგან AI ჯერ მხოლოდ საწყის ინფორმაციებს აგროვებს და საუკეთესო შემთხვევაში თქვენც სხვების მსგავსად წარმოჩინდებით.

ერთ-ერთი გზა ზოგადი რეზიუმესგან თავის ასარიდებლად, AI პროგრამისთვის კითხვებზე პასუხების მოთხოვნაა, მაგალითად, „რა 10 რჩევა გექნებოდა ამ რეზიუმეს გასაუმჯობესებლად?“ კითხვა რეკრუტერის პერსპექტივიდან უნდა დასვათ, რადგან ასე მეტად მიზნობრივ შეთავაზებებს მიიღებთ. 

შემდგომი რჩევა კი AI-ისთვის იმის თხოვნაა, რომ ციფრებით ასახოს გავლენა, რომელიც წინა სამსახურში ყოფნისას გქონდათ, რადგან ამბობენ, რომ დღეს ყველაფრის აღწერა შეიძლება ციფრებით… ასე მოქცევა იმისთვისაა საჭირო, რომ სამსახურის მაძიებელთა პოტენციალის განსაზღვრაში დაეხმაროს რეკრუტერებს. AI პროგრამებს კი შეუძლია ისეთი გზები შემოგთავაზოთ, რომლებითაც რეზიუმეში ციფრების გადატანას შეუფერხებლად მოახერხებთ. 

არ დაგავიწყდეთ, მთავარია, გულწრფელები იყოთ თქვენი გამოცდილების გაზიარებისას და მხოლოდ AI-ს ნუ მისცემთ სადავეებს…

საქართველოს ბანკის და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია – შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, საკუთარი ოცნება რეალობად აქციონ

Liquid Death-მა „სასიკვდილო“ ექსპერიმენტში თანამშრომლების დედები ჩართო!