ყოველი რეკლამის მიღმა დგას უამრავი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, რას, როდის და რატომ ხედავს მომხმარებელი. ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება მონაცემებსა და კონტექსტს, მაგრამ მათ უკან არსებული ლოგიკა ხშირად უხილავია თვით იმ პროფესიონალებისთვისაც კი, რომლებიც ამ არჩევანს აკეთებენ.
მარკეტინგის სპეციალისტები ზომავენ ამ გადაწყვეტილებების შედეგებს ჩართულობის, ეფექტიანობისა და ზრდის მაჩვენებლებით, თუმცა იშვიათად იციან იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც ამ შედეგებს განაპირობებს.
მარკეტინგულ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებულია რეალური ადამიანური ქცევის ცოცხალი ჩანაწერი – შესაძლებლობა, დავინახოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მასშტაბურად. წლების განმავლობაში, ეს ცოდნა ჩაკეტილი იყო ალგორითმებში, დაფარული გახლდათ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
დღეს, ვითარება იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას იძლევა გაიხსნას ხელოვნური ინტელექტის „შავი ყუთი“, რაც მარკეტერებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ ქცევის ნიუანსირებული პატერნები და განახორციელონ უფრო წარმატებული კამპანიები.
ტრადიციულად, მარკეტინგი ორიენტირებული იყო აუდიტორიების განსაზღვრაზე – ადამიანების მოწესრიგებულ სეგმენტებად და პერსონებად კატეგორიზაციაზე, რაც ქცევას პროგნოზირებადად წარმოაჩენდა. რეალობაში კი ადამიანები სავსენი არიან წინააღმდეგობებით, რაც ტრადიციულ სეგმენტაციას ხშირად არაეფექტურს ხდის.
დღეს კი, ხელოვნური ინტელექტი ავლენს უჩვეულო კავშირებსა და განზრახვით სიგნალებს, რომლებიც აუმჯობესებს ტარგეტირებას და აძლიერებს ბრენდების შედეგებს. Cognitiv-ის ხელსაწყო AI Personas ღრმა სწავლების მეთოდებით ქმნის დინამიკურ აუდიტორიის პროფილებს, რაც რეკლამის განმთავსებლებს ეხმარებათ აღმოაჩინონ მომხმარებელთა ქცევის ღრმა, ფარული მამოძრავებელი ფაქტორები.
ამ მიდგომის უპირატესობა ისაა, რომ ფოკუსი გადადის წინასწარ განსაზღვრული კატეგორიებიდან აღმოჩენისკენ. რეალური ადამიანების ბრენდებთან ურთიერთქმედების ანალიზით, ეს სისტემა წარმოაჩენს ქცევის ისეთ კლასტერებს, რომლებიც შეიძლება გამორჩეს გამოცდილ მარკეტერებსაც კი.
როდესაც ბრენდები იწყებენ ამ მონაცემთა ანალიზს, ისინი ხშირად აღმოაჩენენ მოულოდნელ კანონზომიერებებს – ადამიანები არ ჯდებიან მარტივ კატეგორიებში. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც ცურვა არ შეუძლია, ჯავშნის საკრუიზო მოგზაურობას, ან ეკონომიური მომხმარებელი ფუფუნების საგნებზე ხარჯავს. სწორედ ეს წინააღმდეგობები და ნიუანსები ქმნის ყველაზე ღირებულ მარკეტინგულ შესაძლებლობებს.
ამავე დროს, ხშირად მონაცემები ადასტურებს მარკეტერების ინტუიციას. ერთ-ერთი ეროვნული საცალო ვაჭრობის კომპანიის შემთხვევაში, AI Personas-მა ზუსტად გამოავლინა ახალი მყიდველების კლასტერები, რომლებიც ასევე ბრენდის ერთგული მომხმარებლები აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემას არ მიეწოდა ინფორმაცია ბრენდის შესახებ. ამგვარმა ვალიდაციამ გააძლიერა ნდობა ინსაიტებისადმი და მისცა მარკეტინგის გუნდს მეტი თავდაჯერება ახალი აუდიტორიის სეგმენტების განვითარებაში.
მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, ადასტურებს თუ უარყოფს მონაცემები არსებულ ჰიპოთეზებს, არამედ ის, თუ როგორ აფართოებს ის მარკეტერის ცოდნას – აკავშირებს წერტილებს ქცევასა და განზრახვას შორის და ავლენს იმ მიზეზებს, რომლებიც ყოველი ქმედების უკან დგას.
თანამედროვე სამყაროში, სადაც აუდიტორიები უფრო სწრაფად იცვლებიან, ვიდრე კომპანიების დაგეგმვის ციკლები, მნიშვნელოვანია აღმოჩენები ხდებოდეს რეალურ დროში. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა AI Personas, ქმნის ცოცხალი უკუკავშირის მექანიზმს, რომელიც ევოლუციას განიცდის მომხმარებლებთან ერთად. ეს ტექნოლოგია არ ანაცვლებს მარკეტერის ინტუიციას, არამედ ამახვილებს და აფართოებს მას. ადამიანების რეალური რეაქციების ჩვენებით, ხელოვნური ინტელექტი ზრდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებისას.
თანამედროვე AI-ს ერთ-ერთი საინტერესო პარადოქსი ისაა, რომ ის საბოლოო ჯამში გვეხმარება აღმოვაჩინოთ ღრმად ადამიანური საიდუმლო – რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან. ეს ცოდნა კი ბრენდებს საშუალებას აძლევს შექმნან უფრო რელევანტური, პერსონალიზებული და ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციები.
წყარო: Adweek












