რობოტები მათ შესაძლებლობებს საკმარისად არ იყენებენ, ხოლო იმისათვის, რომ ისინი მეტად პროდუქტიულები გახდნენ, საჭიროა მათში სიკვდილის შიში ჩავაპროგრამოთ – ეს მოსაზრება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებს ეკუთვნით. Nature Machine Intelligence-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის შექმნისას გასათვალისწინებელია, რომ მსგავს სისტემებს, ადამიანების მსგავსად, საკუთარი ქცევის შეფასება შეეძლოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათმა მოქმედებამ შეიძლება ისინი „სიკვდილამდე“ მიიყვანოს.
ამ გზით, შესაძლებელია, თუ არა რობოტებსა და AI-ს გაუჩნდეს თვითგადარჩენის ინსტიქტი? მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის გზა იმისათვის, რომ რობოტები უფრო პროდუქტიულები გახდნენ, ხოლო სიკვდილის შიში შესაძლოა იყოს ისეთი კომპონენტი, რომელიც უფრო აღმატებულ ხელოვნურ ინტელექტამდე მიგვიყვანს.
განხილვა