in

აი, როგორ გამოიყურება ხმა ხელოვნური ინტელექტის მიხედვით

თუ თავად არ განიცდით ამას, სინესთეზიის ფენომენის სრულყოფილად წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. ეს არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ერთმა გრძნობამ შეიძლება მეორე გამოიწვიოს — მაგალითად, მუსიკის მოსმენამ ბგერების ვიზუალის ან ფერების დანახვის წარმოსახვა. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 2 000 ადამიანიდან მხოლოდ ერთია სინესთეზისტი. ახლა კი სტუდია Modem-ის ახალი აპლიკაცია გვეხმარება გავიგოთ, როგორ მუშაობს ის, რისთვისაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

აპლიკაცია არაფრით ჰგავს Lensa-ს, DALL-E-ის, Midjourney-ის ან Stable Diffusion-ს, მიუხედავად ანალოგიური ძირითადი ტექნოლოგიის გამოყენებისა. OP-Z Stable Diffusion, როგორც აპლიკაციას უწოდებენ, მუსიკას ანიმაციურ ფოტოებად გარდაქმნის — ამაზე Teenage Engineering OP-Z მედია სინთეზატორი ზრუნავს, რომელიც კომპიუტერის USB პორტშია მოთავსებული. შედეგად, მელოდია და გამოსახულებები შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს. თანაც, ეს ყველაფერი ფერადოვანი გამით, აბსტრაქტული ფორმებით გამოირჩევა.

მოგზაურობა „რაღაცის ტვინში“

ისინი, ვისაც სინესთეზიის უნარი აქვთ, იმას ხედავენ, რაც რეალურად არ არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი სიტყვებს ავტომატურად ფერებად აღიქვამს; სხვები კი — ფორმებად, მოძრაობებად, სცენებად და ა. შ.

ახლა კი კრეატიულ დეველოპერ Bureau Cool-თან მუშაობისას, ვან დე პოელმა და მისმა გუნდმა გამოიყენეს სინესთეზიის თეორიები, რომლებიც სამედიცინო ექსპერტებმა და ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს. შედეგად, აპლიკაცია აკონვერტებს ტონს, კლავიშს, ნოტებს, რიტმს და BPM-ს ტექსტურ სიგნალებად.

მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურ დროში არ მუშაობს, ეს არის ბრწყინვალე დემონსტრირება იმ უსაზღვრო პოტენციალისა, რომელთანაც AI გვაახლოებს.

Pay.ge – ლიბერთი ციფრული არხების განახლებას აგრძელებს

KIA-ს დამაბნეველი ლოგო მზარდი ტენდენციის ნაწილია