in

აი, როგორ მუშაობს SEO კონტენტის გუნდის ხელმძღვანელი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე VELI.store-ის SEO კონტენტის გუნდის ხელმძღვანელი თამუნა მათნაძე გვიყვება.

M: რას მოიცავს შენი პოზიცია – SEO Content Team Lead/ სეო კონტენტის გუნდის ხელმძღვანელი და როგორია შენი როლი კომპანიაში?

AI-ს არსებობასთან ერთად, რელევანტური, ავთენტური და ხარისხიანი კონტენტის როლი სულ უფრო იზრდება. ჩემი, როგორც SEO კონტენტის თიმის ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა ვებგვერდისთვის ოპტიმიზირებული, პერსონალური, კონტენტი შევქმნა, რასაც Google-ი User-first კონტენტს უწოდებს.

ყველაზე საინტერესო პროცესი კონტენტის ვებგვერდზე განთავსების შემდეგ იწყება. გუნდთან ერთად, მუდმივი კოორდინირების, მონიტორინგისა და რეპორტინგის საშუალებით ვიგებ ჩვენ მიერ შექმნილი კონტენტი როგორ ჩნდება SERP-ში, რა ტრაფიკს გვაძლევს, როგორია Clickthrough rate (CTR) და ზოგადად, ტრენდი.

ძირითადად SEO კონტენტის 3 სახე არსებობს: ბლოგი, კოლექციის/პროდუქტის აღწერა და სერვისის აღწერა. იმისთვის, რომ ორგანული კონტენტი შევქმნათ, აუცილებელია კონტენტის მწერალს დეტალურად ჩაშლილი, SEO გაიდლაინების მიხედვით შედგენილი ბრიფი მივაწოდოთ. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ კონტენტი, რომელიც პასუხობს პირველ რიგში მომხმარებლის განზრახვებს და რა თქმა უნდა, ბიზნესს.

M: რა ფუნქციებს ითავსებ ამ მიმართულებით?

SEO ოპტიმიზებული კონტენტის შექმნისთვის სტრატეგიის არსებობა უპირველესია. სტრატეგია მკაფიო მიზნების განსაზღვრას, KPI-ების დასახვასა და აღსრულებას გულისხმობს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მიზანი კონკრეტული, რეალისტური და გაზომვადი იყოს. გარდა ამისა, ჩემი, როგორც ლიდის მოვალეობაა მარკეტინგის, დიზაინერებისა და ტექნიკურ გუნდთან ერთად, დავგეგმო ბლოგის კონტენტის არსი კვირის/თვის ჭრილში.

რაც ყველაზე მეტად მომწონს და ვფიქრობ ჩემი გუნდის მთავარი მოტივატორია, არის რეალური შედეგის დანახვა. შედეგი კი top პოზიციებში მოხვედრას და ორგანულ ტრეფიკს გულისხმობს. ამ პროცესების ანალიზში Google Search Console და Google Analytics გვეხმარება.

M: რისი ცოდნა და უნარია საჭირო, რომ კარგ SEO სპეციალისტად შედგეს ადამიანი?

SEO დინამიკური, სიახლეებით დატვირთული და მუდმივად ცვალებადი პროცესია. სინამდვილეში ცნობისმოყვარეობა, აზარტი და Googling-ის კარგი უნარი საკმარისია, რომ SEO სპეციალისტი გახდე. ვფიქრობ, მხოლოდ ამ უნარების შემდეგ მოდის სფეროს თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და რეალურ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება.

M: რა ხელსაწყოებს იყენებ ყოველდღიურ საქმიანობაში?

ვებგვერდის ოპტიმიზაცია და გუგლში მოწინავე პოზიციების დაკავება შეუძლებელია ვებგვერდის ტექნიკური გამართულობის გარეშე. ამ ნაწილში Screaming frog გვეხმარება, რომელსაც ვებგვერდის აუდიტისთვის ვიყენებთ, ხოლო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა, რასაც ქივორდ რისერჩი ეწოდება Semrush-ის საშუალებით კეთდება.

SEO-ში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. თუ გინდა, რომ რამდენიმე წამში შეამოწმო რამდენად გამართულია ვებგვერდზე SEO, ამაში Detailed SEO Extension მეხმარება, რომელიც ჰედინგების, მეტა თაითლებისა და სხვა მნიშვნელოვან ველებში შეცდომებს მომენტალურად მიჩვენებს.

M: SEO-ზე მუშაობასთან ერთად, სხვა რა მიმართულებებს უთავსებ ერთმანეთს და როგორ გეხმარება ამაში SEO-ს ცოდნა?

პანდემიის შემდეგ, რაც ფრილანსზე აქტიურად დავიწყე პროექტების დამატება და დროის მენეჯმენტის დამოუკიდებლად განსაზღვრა, მუდმივად 4+ სამსახური მაქვს. ჩემ შემთხვევაში აღმოვაჩინე, რომ მჭირდება მეტი ფოკუსი და არა მეტი დრო. ამისთვის კი ბლოკნოტში დღის დავალებების ჩამოწერა და კონკრეტული დროის განსაზღვრა სრულიად საკმარისია.

რელევანტური კონტენტის მნიშვნელობა თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესისთვის. ჩემი საქმიანობა გარდა VELI.store-ში SEO Content Team Lead-ისა მოიცავს გამართული და მარტივი UX Copy-ის წერას, ასევე Social Media/SEO/Creative Copywriting და Blogging-ის მიმართულებებს. თითოეულს SEO-ს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით ვასრულებ, რათა გუგლთან ვიმეგობროთ. ეს ყველაფერი შეუძლებელია თვითმენეჯმენტისა და დასვენების გარეშე. რაც დასვენებაში ყველაზე კარგად მეხმარება, სპორტია.

M: რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?

SEO სჭირდება ყველა ბიზნესს, ვისაც სურს თავისი პროდუქტი ან სერვისი ციფრულად გაყიდოს. ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მრავალი მიმართულებაა. არსებობენ ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ტექნიკური მიმართულება ან Linkbuilding აინტერესებთ და ყველაზე კარგად ეს გამოსდით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური სეოს სპეციალისტი ან ლინკბილდერი გახდე და ამ პროფილით იმუშაო.

SEO ძალიან მოთხოვნადია განსაკუთრებით უცხოურ ბაზარზე, რაც შესაძლებლობას გაძლევს მსხვილ თუ მცირე საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობისას გამოცდილება მიიღო.

M: რა შეცდომებს უშვებენ SEO სპეციალისტები, ყველაზე ხშირად?

ვფიქრობ Search Intent-ის უგულებელყოფა ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც SEO სპეციალისტმა შეიძლება დაუშვას. ამას მოსდევს დაბალი ხარისხის კონტენტი და Google-ის გაიდლაინების უგულებელყოფა. მომხმარებლის ზრახვები ერთგვარი ხერხემალია, რომელსაც ყველა სპეციალისტი უნდა ეყრდნობოდეს.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც SEO სპეციალისტობას აპირებს?

ცდას. ვურჩევდი, რომ ცადონ და პროცესი თავად უჩვენებს რამდენად სიღრმეებში შეუძლია მიყვეს ამ პროფესიას. ერთ-ერთი მთავარი მონდომება და Networking-ის ძლიერი უნარია. შეგიძლია SEO პროფესია მოირგო და ზუსტად ისე იმუშაო, როგორც შენ გაწყობს, მაგალითად კოლაბორაციით სხვა წარმატებულ ადამიანებთან ან იქნებ დამოუკიდებლად ერთი მიმართულებით.

კოლექტიკა — მნიშვნელოვანი იდეებისთვის და დღეებისთვის

უორენ ბაფეტის აზრით, კეთილსინდისიერება თანამშრომლის უმთავრესი თვისებაა