in

„აი, როგორ ვმუშაობ“ – აბიტურიენტებისა და სტუდენტების გიდი სამომავლო პროფესიის ასარჩევად

28 თებერვალს, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, Marketer.ge წარმოგიდგენთ ღონისძიებას, სახელწოდებით, „აი, როგორ ვმუშაობ“.

BOG
BOG

 

პროექტი განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, ახალგაზრდებს  სამომავლო პროფესიის არჩევაში დაეხმაროს.

ღონისძიების სპიკერები შეეცდებიან, აუდიტორიას საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა გაუზიარონ და მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა შეუქმნან ახალგაზრდებს ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.

რაც შეეხება გამომსვლელთა ვინაობას, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ისეთი პროფესიონალების გამოცდილება როგორებიც არიან:

  • სოფო ბალავაძე – ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი;
  • მიხეილ ნადარეიშვილი – „თიბისი“ ბანკის მონაცემთა ანალიტიკის ლიდერი;
  • ტუსა ღარიბაშვილი – ურბანული მეურნეობის კონსულტანტი;
  • დავით ჩიკვაიძე – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი, „ანტი გაყიდვების“ ავტორი;
  • გიორგი დანელია – იუთუბერი, ენტრეპრენერი, “copter-ის” დამფუძნებელი;
  • ელენე ჯღარკავა – კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანი;
  • ლადო აფხაზავა – მასწავლებელი;
  • იმედა იმედაშვილი – Vendoo-ს მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სტუმრებს ადგილზე გათამაშება და სპეციალური პრიზები ელოდებათ.

გამოცხადდა კონკურსი ლოგოს შექმნაზე

იქ, სადღაც, არსებობასა და არარსებობას შორის.. – ბენ ზენკის შემოქმედება