in

„აი, როგორ ვმუშაობ“ – ღონისძიება აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის სამომავლო პროფესიის ასარჩევად

გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს — ღონისძიება 2023 წლის 6-7 ოქტომბერს ჩატარდება, მე-11 პავილიონში.

„დაგეგმე შენი მომავალი ჩვენთან ერთად!“ — სწორედ ამ მესიჯით იხსნება ღონისძიება, რომელიც სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შანსს, ერთ სივრცეში გაეცნონ საგანმანათლებლო შესაძლებლობების სამყაროს. რეალურად, გამოფენის მთავარი მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნაა, სადაც განათლების სისტემაში არსებული სიახლეები და სასწავლო პროგრამები სწრაფად, სრულყოფილად თუ პირდაპირ იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს, რათა მათ მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება Marketer.ge-ს Talks-ების სერია სახელწოდებით, „აი, როგორ ვმუშაობ“, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის არჩევაში დაეხმაროს.

ღონისძიების სპიკერები შეეცდებიან, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა გაუზიარონ და მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა შეუქმნან დამსწრე აუდიტორიას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.

რაც შეეხება გამოსვლების სერიას, ის ორ ნაწილად იქნება გაყოფილი – 6 და 7 ოქტომბერს და  დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს როგორც ინდვიდუალური ინსპირაციული გამოსვლები ასევე პანელური დისკუსიები.

6 ოქტომბერს, Talks 14:00-ზე დაიწყება და შემდეგი გამომსვლელების მოსმენას შეძლებთ:

  •  14:00 – პანელური დისკუსია – „როგორია იყო არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი”

რუსა თუმამნიშვილი – THE WALL design studio, დამფუძნებალი
თინათინ ძირკვაძე – Tinatin – Interior design studio, დამფუძნებელ
თორნიკე დადიანი – Dadiani Architects, დამფუძნებელი
მოდერატორი: ნინო ახალაია, ონლაინ ჟურნალ Homeis.ge, მთავარი რედაქტორი.

  • 14:45 – „პროფერია ფლორისტი”

ნუკა ბარბარე ჩოხელი – Amelie, დამფუძნებელი

  • 15:10 – „აი, როგორ მუშაობს ტურისტული გიდი”

ლევან გიორგაძე – Free Walking Tours, დამფუძნებელი

  • 15:35 – „კულინარია – პროფესია, როგორც ხელოვნება”

ირაკლი ასათიანი – Silk Hospitality, Corporate Executive Chef

7 ოქტომბერს Talks-ის სივრცე 13:00-ზე გაიხსნება და შემდეგი გამომსვლელები გელოდებათ;

  • 13:00 – „როგორ გავხდე ხმის დიზაინერი”

ბესო კაჭარავა – Postred, დამფუძნებელი

  • 13:25 – „როგორ ვმართოთ სასტუმროები – სასტუმროს მენეჯმენტი”

ილია საგანელიძე – Radisson blu Iveria Tbilisi & Republic, GM

  • 13:50 – პანელური დისკუსია – „როგორ გავხდე კონტენტ კრეატორი”

გიორგი დანელია – კონტენტ კრეატორი; copter, დამფუძნებელი
მარიამ ფერიშვილი – კონტენტ კრეატორი; Setanta Sports
ნინიკუშკა გოგუაძე – კონტენტ კრეატორი; Personal Certified Personal Trainer
მოდერატორი: აკაკი ახალაია – Marketer.ge დამფუძნებელი

  • 14:30 – „პროფესია მასწავლებელი”

გიორგი ლიპარიშვილი – მოსწავლებელი; LipArt, დამფუძნებელი

  • 14:55 – „აი როგორ მუშაობს ფინანსური ბროკერი”

ნიკა მაზაშვილი – Galt & Taggart, ასოცირებული ბროკერი

  • 15:20 – „აგროსფერო უსაძღვრო შესაძლებლობებით”

ირაკლი ჩიქავა – აგრონექტი, დამფუძნებელი

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

როცა თვითმფრინავში სავარძელზე ფეხს გიდებენ — Lexus-ის რეკლამა

Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი იოგას მიმართავს — Optimus-ის გაუმჯობესებული უნარები