მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა სექტორში, საავტომობილო ბიზნესში მისი გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საკითხია. მანქანების ყველა მწარმოებელი მიისწრაფვის იმისკენ, რომ ხელოვნური ინტელექტი და თვითმართვადი მანქანები განვითარდეს.
რისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელოვნური ინტელექტი მანქანებში?
ჭკვიან მანქანებს ბევრი საქმის გამარტივება შეუძლია. როგორც ავტოექსპერტები გვეუბნებიან, მათი დახმარებით უფრო მოგვარდება პარკირების პრობლემები, გზებზე საცობები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანია.
თვითმართვადი მანქანების შექმნის მცდელობები და იდეები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან შეინიშნება. 80-იან წლებში გარკვეული ექსპერიმენტებიც კი ჩატარდა. მერსედესი, ტოიოტა და ნისანი ერთ-ერთი პიონერი ბრენდები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ ასეთ ექსპერიმენტებში. თუმცა ტექნოლოგია იმდენად კომპლექსურია, რომ მას დახვეწილი AI-ს გარეშე ნაკლები პერსპექტივა აქვს.
Waymo არის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც ქმნის სატრანსპორტი საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის უსაფრთხოდ გადაადგილება A პუნქტიდან B-მდე.
გარდა ამისა, პლატფორმა ცდილობს ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებას, რომელიც შეძლებს ამოიცნოს ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა ფეხით მოსიარულეები, სხვა მანქანები და სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე მეტრის მოშორებით.
უნდა განვმარტოთ, რომ Waymo არა მანქანების მწარმოებელი კომპანია, არამედ პლატფორმაა. ის თანამშრომლობს ბევრ ავტომობილის მწარმოებელთან, დაწყებული იაგუარ ლენდ როვერით, ვოლვოთი დამთავრებული. თავისი ტექნოლოგიისთვის პლატფორმამ Simulation City სისტემა შეიმუშავა და ასე ტესტავს ახალ მოდელებს.
Tesla
ტესლა ამ მიმართულებით დღეს ყველაზე პოპულარული ბრენდია. ის ითვლება დღესდღეობით ყველაზე ძლიერ ელექტრომობილების მწარმოებლად. მისი წარმატების გასაღები, ისაა, რომ რეალურად, ტესლა ტექნოლოგიური კომპანიაა, ხოლო მათი კომპანია აგებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე.
მისი ხელოვნური ინტელექტის მონიტორინგის სისტემა მთლიანად კამერაზეა დაფუძნებული. კამერები აკონტროლებს გარემოს და ასევე საშუალებას აძლევს მანქანას, სათანადო რეაგირება მოახდინოს. Tesla იყენებს Tesla Vision-ს, რომელიც მუშაობს ნეირონულ ქსელზე. იმისათვის, რომ დამოუკიდებლად მართონ, მანქანები თავისი სენსორებიდან მუდმივად უკეთებენ ინტერპრეტაციას სხვადასხვა სურათს და შემდეგ ან ინფორმაციას გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგში.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla მუშაობს ავტოპილოტის და სრული თვითმართვის ფუნქციების გაუმჯობესებაზე, ისინი მუდმივად იხვეწება. ბოლომდე სრულყოფილი მოდელი ჯერ არ არის და მასზე მუშაობა გრძელდება.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით სავარაუდოა, რომ უფრო და უფრო მეტ ხელოვნურ ინტელექტს ვიხილავთ მანქანებში. ავტომობილების მწარმოებლები და ტექნოლოგიური კომპანიები მუდმივად ეძებენ ინოვაციების გზებს. მიუხედავად ამისა, გასარკვევია, თუ რას ნიშნავს ეს საზოგადოებისთვის. ზოგიერთი წინსვლა ნამდვილად ამაღელვებელია, ზოგს კი ხალხი სიფრთხილით ხვდება. მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების მწარმოებლები იყვნენ პასუხისმგებელნი ახალი ტექნოლოგიების გამოშვებისას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც თვითმართვადი მანქანების მფლობელები გახდებიან, გამოიჩინონ სიფრთხილე და უსაფრთხოება ამ მათი მართვისას. ავტოექსპერტები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ სამყაროში ცხოვრებისგან, სადაც ყველგან არის სრულიად ავტონომიური მანქანები.
როგორ მუშაობს თვითმართვადი მანქანა?
პირველ რიგში, მძღოლი (ან მგზავრი) ადგენს დანიშნულებას. მანქანის პროგრამული უზრუნველყოფა ითვლის მარშრუტს. მანქანები იყენებენ 3D რუკას. მანქანებზე დამონტაჟებული სენსორები უკავშირდება რუკას და აკონტროლებს ავტომობილის პოზიციებსა და მოძრაობას. მანქანის შიგნით არსებული კამერები აგროვებს ინფორმაციას, რომელიც ეხმარება მას ორიენტირებაში. ღრმა დასწავლის მეთოდზე დაფუძნებით, AI ახდენს ადამიანის აღქმის და გადაწყვეტილების მიღების პროცესების სიმულაციას და აკონტროლებს მოქმედებებს მძღოლის მართვის სისტემებში, როგორიცაა საჭე და მუხრუჭები.
მანქანის პროგრამული უზრუნველყოფა ასევე მუშაობს იმაზე, რომ წინასწარ გადასცეს შეტყობინება ახლომდებარე ღირსშესანიშნაობების, საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების შესახებ. ხელმისაწვდომია ფუნქციაც, რომლითაც ადამიანს საშუალება ეძლევა, თავის თავზე აიღოს ავტომობილის მართვა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი