ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსი „ტერმინატორის“ ან „მატრიცას“ მსგავსი იქნება. თუმცა ახალი მოხსენება ტექნოლოგიით გამოწვეულ სხვაგვარ კატასტროფაზე საუბრობს, რომელიც უფრო მყისიერი და ამქვეყნიურია. ესაა „სამუშაო აპოკალიფსი“ — საჯარო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, შეიძლება გაერთიანებულ სამეფოში 8 მილიონამდე სამუშაო ადგილი გაუქმდეს, რადგან საზოგადოება AI სისტემების მიღების ახალ ფაზაზე გადადის.
ამჟამად ჯერ კიდევ 0 სტადიაზე ვართ, რასაც მკვლევრები AI-ში ფართომასშტაბიან ინვესტიციებსა და სამსახურებში ექსპერიმენტების ჩატარებას უწოდებენ. თუმცა მალე სულ უფრო მეტი სივრცე იქნება საჭირო — სისტემებს დაასაქმებენ ადმინისტრაციულ სამსახურებში
„1990-იანი წლებიდან მოყოლებული დიგიტალიზაციის პროცესმა სრულად შეცვალა მუშაობის ფორმები. უბრალოდ, ვინაიდან კომპანიების დიდ ნაწილს სურს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეთ. სავარაუდოდ, მომდევნო ფაზაში AI 59%-ით ჩაგვანაცვლებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
ეს გამაოგნებელი რიცხვია, მაგრამ მკვლევრები ოპტიმიზმის ნაპერწკალს მაინც გვიტოვებენ. როგორც ამბობენ, შესაბამისი ცვლილებების გატარებით ჯერ კიდევ შეგვიძლია სამუშაო აპოკალიფსის თავიდან აცილება. „უკვე არსებულმა გენერაციულმა AI-მ შეიძლება შრომის ბაზრის დიდი შეფერხება გამოიწვიოს ან პირიქით, მნიშვნელოვნად გაზარდოს ეკონომიკური ზრდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სრულად გვიცვლის თამაშის წესებს… თუმცა სამუშაო აპოკალიფსი გარდაუვალი არაა — დამსაქმებლებმა რაციონალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რათა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები სწორად გადანაწილდეს“.