თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.
ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და, ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინრეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან – პროფესიულ დონემდე.
საოლიმპიადო კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე, აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა – ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.
კურსი ხელმისაწვდომია ორ ფორმატში:
- დამოუკიდებლად – ყველა ლექცია ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. დისქორდის სერვერზე გაწევრიანების შემდეგ კი წვდომა გექნება კურსის ლექციებზე, მასალებზე, დავალებებზე და შეძლებ, დასვა კითხვები და მიიღო პასუხები კურსის სხვა მონაწილეებისა და ლექტორებისგან
- საოლიმპიადო ლაივფორმატში – საოლიმპიადო ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, Google Meet-ით დაესწრონ ლექციებს რეალურ დროში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ლაივფორმატში.
საოლიმპიადო ფორმატში მონაწილეობისთვის უნდა გაიარო ტესტირება, რომელიც შეეხება ლოგიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ალბათობისა და პროგრამირების საფუძვლებს.
არ გადადო, რეგისტრაციების დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, დარეგისტრირდი ბმულზე.
თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.
[პარტნიორის კონტენტი]









