15
Jan
2020

კლავიატურით ბეჭდვა კლავიატურის გარეშე – უხილავი SelfieType, Samsung-ის C-Lab-იდან

15 Jan 2020

veon
veon


გიფიქრიათ, თუ არა უხილავ კლავიატურაზე, რომელიც თქვენი სმარტფონით დიდი მოცულობის ტექსტის წერას გაგიმარტივებდათ? დიდი შანსია, რომ არა. თუმცა ამაზე Samsung-ის C-Lab-ში იფიქრეს და შექმნეს SelfieType – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უხილავი კლავიატურა, რომელიც სმარტფონის კამერის დახმარებით აღიქვამს თქვენი თითების მოძრაობას და შესაძლებელს ხდის, ბეჭდოთ კლავიატურაზე კლავიატურის გარეშე.

SelfieType-ის ხელონურ ინტელექტს შეუძლია თქვენი თითების მოძრაობის ანალიზი და მათი QWERTY კლავიატურასთან შესაბამისობაში თარგმნა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოდ მას არ სჭირდება კონკრეტული მონაცემების მქონე სმარტფონი და მუშაობს ბევრი სახეობის მოწყობილობასთან/მოდელთან. სმარტფონის გარდა, მისი გამოყენება ტაბლეტებსა და ლეპტოპებშიც შეიძლება.

პროდუქტი Samsung Electronics-მა, C-Lab Inside-ის პროგრამის ფარგლებში, CES 2020-ზე წარადგინა. უცნობია, როდის გახდება SelfieType ხელმისაწვდომი მომხმარებლემისთვის.

განხილვა