in

AI ყავარჯენი დემენციის მქონე მოხუცებს სოციალიზაციაში ეხმარება

WHO-ს მიხედვით, დემენცია ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მართალია, მეცნიერები დღემდე მუშაობენ მკურნალობის მეთოდების საპოვნელად, მაგრამ დაავადების კომპლექსური ბუნების გამო, ეს მეტად რთული საკითხია. არადა, ხანდაზმულ პაციენტებში მეხსიერების დაკარგვამ და კომუნიკაციის გართულებამ, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები წარმოშვას… Sentence-ის ჭკვიანი ყავარჯენი კი სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას გვთავაზობს — ინტელექტუალური დამხმარე მოწყობილობაა, რომელიც დროთა განმავლობაში მომხმარებლის ჩვევას სწავლობს, რათა შესთავაზოს წინადადებები, რომელთა წარმოთქმაც სურთ. 

თუმცა მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, რამდენიმესაც შეუძლია Sentence-ის ერთი მოწყობილობის გამოყენება. ამის საშუალებას რამდენიმე პროფილის შექმნის შესაძლებლობა ქმნის და თითოეულ მომხმარებლებს ნებისმიერ სიტუაციასა თუ მოთხოვნაზე მორგებულ AI პასუხებს სთავაზობს.

ყავარჯნის წინა მხარეს დიდი ეკრანია მოთავსებული, რომელიც გიდის როლს ასრულებს კოგნიტიური დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის, რათა გზა არ დაკარგონ. ეს მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, როცა პარკში გასეირნება ან ადგილობრივ სუპერმარკეტში შესვლა სურთ. ასევე, წინა მხარეს ორმხრივ კამერასაც ვხვდებით, რათა მოხუცებს ნავიგაცია გაუმარტივდეთ. 

როგორც ვიგებთ, Sentence-ის მოწყობილობა სიმძიმის ცენტრსაც ამცირებს და მას სიარულისას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. მთლიანი კონსტრუქცია დასაკეცია და მარტივად თავსდება მანქანის საბარგულში. სიმაღლის რეგულირებისა და დასაკეცი ფუნქციის გამოსაყენებლად კი მხოლოდ ორი ღილაკის გამოყენება დაგჭირდებათ.

კონცეფციის მიზანი დემენციის მქონე ხანდაზმულებისთვის სოციალიზაციაში დახმარებაა, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ AI ყავარჯენს მალე ვიხილავთ გაყიდვაში.

როგორ გავუმკლავდეთ ხელმძღვანელის პასიურობას

როგორ დაარეგულიროთ ურთიერთობა თქვენი გუნდის წევრსა და ხელმძღვანელს შორის