in

როგორ ეხმარება AI შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს?

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების წინსვლა სამი ძირითადი მიმართულებით გამოიყენება — კარგი, ცუდი და საშინელი. პირველი მოიაზრებს ჯანდაცვის წინსვლას, განათლების გაუმჯობესებას, გარემოს დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და კატასტროფებზე რეაგირებას. ცუდში მოიაზრება მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება, მონაცემების მითვისება… ხოლო ბოლო პუნქტი ცალსახად მოიცავს Deep Fake ტექნოლოგიას, დეზინფორმაციას და სოციალურ მანიპულირებას.

ეს ყველაფერი სწრაფი ევოლუციის თანმდევია — იძულებულნი ვართ, ტექნოლოგიური განვითარების ტემპს ავყვეთ, რათა მაქსიმალური პოტენციალი გამოვიყენოთ. ბუნებრივია, ამგვარი განვითარება დადებითად აისახება უამრავ ინდუსტრიაზე და გამონაკლისი არც რეკლამის სფეროა. უბრალოდ, შემოქმედებით ადამიანებს ის განასხვავებს სხვებისგან, რომ მხოლოდ დამკვირვებლის როლში ყოფნა არ შეუძლიათ — უქმედ არ სხედან და არ ელოდებიან, რა შეიცვლება ირგვლივ. ამიტომაცაა, რომ ბევრ მათგანში დიდი პროტესტიც გამოიწვია AI-ის გაზრდილმა მოთხოვნამ. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის რეალური შესაძლებლობები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით სფეროში ქმნის.

ის, რაც აერთიანებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და გამოყენების შემთხვევებს, არის მათი განვითარების ტემპი. ამავდროულად, თუ სრულყოფილად არ ფარავს შესაძლებლობებს, მაინც გვეხმარება პირველადი საქმეების მოგვარებაში. ამის გათვალისწინებით, ყველა თანამშრომელი, ვინც AI-ის ეფექტურად გამოყენებას ისწავლის, სხვებზე წინ იქნება — ორმაგ ძალას გამოიყენებს პროფესიული მიზნებისთვის.

მოცემულ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს ყველაზე კარგად:

  1. ორგანიზება — ინფორმაციის გაანალიზებით დაწყებული, მონაცემების ორგანიზებითა და პრობლემების აღმოჩენით დასრულებული, AI მეთოდური წესრიგის დამყარებაში გვეხმარება;
  2. კვლევა — იდეების გენერირება და ექსპერიმენტების ხელშეწყობა მნიშვნელოვნად აძლიერებს შემოქმედებით შედეგებს, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთისგან განსხვავებულია;
  3. გამარტივება — კრეატიულ ინდუსტრიაში ხშირია თარგმანის საჭიროება და გამოსახულებების დაგენერირება, რასაც AI მარტივად ახერხებს;
  4. ოპტიმიზაცია — აქტივებისთვის ხელახალი დანიშნულების მინინშება, გადალაგება, სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია… AI ამ ყველაფერს აუმჯობესებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2024-ში დამაიმედებელი პროგნოზებია ადამიანური და მანქანური უნარ-ჩვევების თვალსაზრისით. ერთია სისტემის მიერ დაგენერირებული პროდუქტები, მეორე კი ჩვენ მიერ ხარისხის შენარჩუნება, შემოქმედებითობის გაზრდა და მთელი პროცესის დახვეწა.

5 თვისება, რომლებიც სპორტსმენ თანამშრომლებს გამოარჩევთ

Apple-მა მონაცემების უსაფრთხოებისთვის ახალი ფუნქცია დაამატა