დიპლომები უკვე აღარ არის საკმარისი წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად… ამის ნაცვლად, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჩვენი უნარების გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ და მუდმივი სწავლის რეჟიმში ჩავერთოთ. თანაც მომავალი მრავალ დადებით ცვლილებას გვპირდება… ლინკდინის კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი სამსახურების ნახევარს მაინც შეცვლის და 2030 წელს მუშაობისთვის საჭირო უნარებიც 65%-ით შეიცვლება.
ეს ტრანსფორმაცია გამოჩნდება ტექნოლოგიებში, რომლებსაც ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას ვიყენებთ — იმ ცოდნაში, რომელიც ჩვენი საქმეების ეფექტურად კეთებისთვის გვჭირდება და იმ უნარებში, რომლებიც სამსახურში წარმატებულს გვხდის. ეს კი დიდ შესაძლებლობას აჩენს პროფესიონალებისა და ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ, AI ცნობიერება გაზარდონ და ადამიანთა უნარებიც გააუმჯობესონ.
სამუშაო ბაზრის ცვლილებებმა ბოლო 5 წელში გვაჩვენა ის გავლენა, რომელიც სამსახურების ახალ ეპოქას ახლავს თან. ჩვენ დავინახეთ, რომ დამსაქმებლები ძირითადად უნარებზე არიან ფოკუსირებულნი, ეს კი კონკრეტული პროცესის დემოკრატიზაციას გამოიწვევს — ამერიკაში 5-დან 1 ვაკანსიაში დიპლომი არ მოითხოვება….
დიახ, რეკრუტერები თქვენს უნარებს აკვირდებიან, გასულ წელს კი მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა AI უნარების ათვისების კუთხით. საინტერესოა ისიც, რომ თითქმის ყველა ინდუსტრიაში, ტექნიკურ თუ არატექნიკურ პოზიციებზე, ამის მოთხოვნაც არსებობდა. თუმცა ასევე იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებიც AI უნარებს ფლობენ. ყოველ AI ხელსაწყოზე დაუფლება უკვე ახალ შესაძლებლობას შეიძლება ნიშნავდეს პროფესიონალისთვის. შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ ინდუსტრიის სიღრმისეულ ცოდნაზე მეტად, მომავალში AI ხელსაწყოების გამოყენება თქვენთვის უფრო მნიშვნელოვნად იქცეს.
ისიც უნდა ითქვას, რომ AI ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენება მკვეთრად შეამცირებს ისეთ ამოცანებზე დახარჯულ დროს, როგორებიცაა კვლევა, დოკუმენტების შეჯამება, ცხრილების მართვა და ა. შ. ამერიკაში დასაქმებულთა 74%-იც ადასტურებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა მათი პროდუქტიულობა. შესაბამისად, დღეს კომპანიებმა თანამშრომლებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, დაეუფლონ AI უნარებს — ასე ისინი კონკურენტულ უპირატესობასაც მოიპოვებენ და იმ შესაძლებლობის მისაღებადაც იქნებიან მზად, რომლებსაც AI ტრანსფორმაცია სთავაზობთ.